მედიცინარეგიონისაზოგადოება

მნიშვნელოვანი აქცია!- „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“

„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“- ამ  სლოგანით კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული  ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო   გასინჯვის აქცია   ჩაუტარეს „საზღვრისპირა“ სოფლების  მოსახლეობას, რომელშიც მონაწილეობა ტირძნისის, ერგნეთის და მეღვრეკისის მაცხოვრებლებმა მიიღეს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი – დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები,  ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკულიმედიცინა.          

აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა. აქციაში მონაწილეობდნენ: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი,   გინეკოლოგი, უროლოგი,  თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი.

გაისინჯა 80 პაციენტი, მათ ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები საჭირო მედიკამენტებით  უზრუნველყო.

კ.ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრს აქვს საუკეთესო ტრადიციები, მაღალიპროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე…

კომენტარის დატოვება