მსოფლიო

„კლიმატური ცვლილებები მსოფლიოში ხანძრების მიზეზი ხდება“

ამ ზაფხულს სამხრეთის  ევროპა  და ბრიტანეთის კოლუმბია სწრაფად  მოდებულმა ხანძრებმა მოიცვა და დიდი ზარალი განაცდევინა. თუმცა არა მხოლოდ ისინი, მსოფლიოს არცთუ მცირე  ნაწილი ახლაც ცეცხლის ალშია გახვეული. ეს კი სამწუხაროდ, უკვე  ნორმალურ მოვლენად ითვლება. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ,  კანადას   ყველაზე მძიმე სეზონი ჰქონდა, რადგან ხანძარი ძალიან დიდ  ტერიტორიაზე  რეკორდულად  გავრცელდა,  რამაც  ჯამში   894,941 ჰა მოიცვა.  აღნიშნულ  მონაცემებს  ბრიტანეთის კოლუმბიის ( კანადის) სახანძრო  სამსახური ოფიციალურად ადასტურებს.  ასავე,  დაზარალდა   ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთით   დიდი ფართობიც. კანადის მსგავსად, სამხრეთ ევროპაში წელს რეკორდული გვალვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ხანძარი მოედო იტალიას, საფრანგეთს, პორტუგალიას, ხორვატიას, ესპანეთსა და საბერძნეთს. პორტუგალიაში,  ცოტა უფრო ადრე,   ხანძარმა 64 ადამიანი იმსხვერპლა. ამის წინ კი პორტუგალიიდან 2000 ადამიანი   სასწრაფოდ  გაიყვანეს  ხანძრის ზონიდან,  მაკაოს  ერთი ქალაქი კი  ამ დროს მთლიანად ცეცხლის კვამლში გაეხვა.  წელს ევროპაში გაჩენილი ხანძარი სამჯერ აღემატებოდა  ნორმას.  ასევე, ხანძარი მძვინვარებდა ციმბირშიც, რამაც  ასობით სახლი და სომხური ტყის 700 ჰა  მიწა გაანადგურა. მეცნიერები კლიმატურ ცვლილებასა და  გლობალურ დათბობაზე ალაპარაკდნენ. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ  ტემპერატურის ზრდასთან ერთად  ბუნებრივი ხანძარები უფრო ხშირი გახდება.

„კლიმატური ცვლილებები ხანძრის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ამიტომაც  პროცესი არ ჩერდება.  ჰაერის ტემპერატურის გლობალური მატება, პლანეტის გამოშრობას იწვევს, რაც ტყეში ხანძრის გაჩენისთვის ხელსაყრელ  პირობებს ქმნის“, – აცხადებს „დოიჩე ველესთან“ საუბრისას აშშ-ის ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, კევინ ტრენბერტი.  ამ მოსაზრებას  მეცნიერების ნაწილი არ ეთანხმება, რომელთა მტკიცებით  „გლობალური დათბობის“ გამო ე.წ. ხანძრების სეზონი უკვე დამთავრებულია და ცეცხლი ტყეებში შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს გაჩნდეს.  ექსპერტების ნაწილი კი  ხანძრის გამომწვევ მთავარ მიზეზად  ადამიანების დაუდევრობას მიიჩნევენ.

მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მიხედვით

http://www.dw.com/en/climate-change-sets-the-world-on-fire/a-40152365

 

კომენტარის დატოვება