ეკონომიკა

ქართველი მეცნიერის ინოვაციური გამოგონება – საქართველოს რკინიგზისთვის ოქროს გასაღებია!

საქართველოს  რკინიგზა ქართველი მეცნიერის და  გამომგონებლის, თემურ მაისურაძის ინოვაციური გამოგონების   რეალიზებას გეგმავს. გამოგონება რკინიგზის  ახალი ისრული გადამყვანების წარმოებას ეხება,  რომელიც   4 – ჯერ უფრო  მეტი რესურსის მატარებელია და ნაკლებად ცვდება იმასთან შედარებით, რაც ამჟამად   მსოფლიოში გამოიყენება. ქართველი მეცნიერის ამ გამოგონებით სანქტპეტერბურგის სარკინიგზო მაგისტრალის უნივერსიტეტიც დაინტერესდა და საქართველოს  რკინიგზასთან თანამშრომლობის შემდეგ  ახალი ისრული გადამყვანის დამზადებაზე მუშაობა დაიწყო.

 

„ახალი ისრული გადამყვანის გამოცდა პოლიგონზე მოხდება და შემდეგ ეტაპზე  ამ პროდუქტის სერიოზული წარმოება დაიწყება. მას ბევრი უპირატესობა აქვს უკვე არსებულ ისრულ გადამყვანთან, რომელიც ერთი მილიონი ტონა ტვირთის გატარების შემდეგ ცვდება. ახალი ისრული გადამყვანი  მხოლოდ 4 მლნ. ტონა ტვირთის გატარების შემდეგ გაცვდება. ასე რომ, ახალი ისრული გადამყვანი საქართველოს რკინიგზისთვის ნამდვილად ოქროს გასაღებია. უკვე ცნობილია, რომ   ერთის მხრივ,   ამ პროექტის განხორციელებაში – საქართველოს რკინიგზა, მეორეს მხრივ კი სანქტპეტერბურგის სარკინიგზო მაგისტრალის უნივერსიტეტი მონაწილეობს. ასე, რომ ვფიქრობ, აღნიშნული პროექტის განხორციელებას  წინ ვერაფერი დაუდგება.“ –აცხადებს ქართველი მეცნიერი და გამომგონებელი თემურ მაისურაძე.

კომენტარის დატოვება