განათლება

„ვირისტყაოსანის“ გაგრძელება… ანუ ბილწსიტყვაობა ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში?!

europress.ge-მ  2 ივნისს,  გამოაქვეყნა ფოტო, სადაც  გამოსახულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2011 წელს გამოცემული შარლ პეროს ზღაპრების წიგნიდან, კერძოდ,  „ვირის ტყავი“-ს   ერთ-ერთი გვერდი. (აღსანიშნავია, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის კლასგარეშე ლიტერატურაში შეყვანილია  შარლ პეროს ზღაპრები, მათ შორის „ვირის ტყავი“.)

ერთი შეხედვით უწყინარ ზღაპარში, რომელიც დაქვრივებულ მეფეზე მოგვითხრობს, მოულოდნელად უცნაურ პასაჟს ვაწყდებით, – მეფე საკუთარ ქალიშვილზე დაქორწინებას გადაწყვეტს.

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც ცოლი ადრე გარდაეცვალა და ამ ამბავს იმდენად განიცდიდა, ჭკუიდან შეცდა. სხვა ცოლის მოყვანაზე არც უფიქრია. გავიდა რამდენიმე წელიწადი და მისი ასული გაიზარდა. ძალიან ჰგავდა დედას, მასავით მშვენიერი და სათნო გოგონა იყო. შვილის შემხედვარე შეშლილ მეფეს საშინელი აზრი მოუვიდა, – გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად. საბრალო გოგომ არ იცოდა რა ექნა, შეწუხებულმა  მეგობარ ფერიას სთხოვა დახმარება…“

 

რატომ არის ინცესტსა და პედოფილიაზე დაფუძნებული ზღაპრები ბავშვებისთვის განკუთვნილი?  ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. აღნიშნულ ფაქტს  ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი გამოეხმაურა.

„ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ჩვენი სჯულის კანონს ეწინააღმდეგება, ბუნებრივია,  არც პროგრამულ და არც კლასგარეშე საკითხავ სახელმძღვანელოში არ უნდა შევიდეს.  პირველი შემთხვევა როდია, როცა მიუღებელი ნაწარმოებია  შერჩეული კლასგარეშე საკითხავად.  მაგალითად,  ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში არის ნაწყვეტები უცხოელი მწერლების ისეთი რომანებიდან, რომლებშიც უხვადაა ბილწსიტყვაობა. ამის დაზუსტებას ამჯერად არ დავიწყებ. ჩვენი კლასიკოსებისათვის ბილწსიტყვაობა არ იყო დამახასიათებელი, თანამედროვე ნაწარმოებებში კი ის უხვად გვხვდება. თავის დროზე გავაპროტესტე, რომ  ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში  უცხოელი მწერლები არ უნდა იყოს შეტანილი,  _ ეროვნული სასწავლო გეგმით 40 არჩევითი საგანია და  ვისაც უნდა, აირჩიოს საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურა.  კლასიკური ლიტერატურა  სულისთვის და ადამიანის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია. არ მესმის, რატომ სდუმან ამაზე სამინისტროს მესვეურები. ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება ისეთი მდარე ხარისხის ნაწარმოებების ბავშვებისთვის თავსმოხვევა, რომლებიც   სჯულის კანონს  ეწინააღმდეგება. ეს მომავალი თაობის  გარყვნას,  დეგრადირებას, ამორალიზმსა და აარაადამიანებად ჩამოყალიბებას ემსახურება.“ -აცხადებს  მანანა ნიკოლაიშვილი.

 

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top