„მესი მაღალი დონის ფეხბურთელია და მარადონას არ უნდა შევადაროთ…“
დაპირისპირება დანი ალვესსა და დიეგო მარადონას შორის გრძელდება. დანი ალვესმა მესის და მარადონას თამაშები შეაფასა და თქვა, რომ მათი როგორც ფეხბურთელების შედარება, სრულიად წარმოუდგენელია, რადგან მესი მაღალი დონის ფეხბურთელია. ალვესი იმასაც არ გამორიცხავს, რომ 1986 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატი არც თუ ისე სამართლიანად მოიგო დიეგომ ,რადგან ერთი ბურთი ხელით გაიტანა. დიეგო მარადონა როგორც ჩანს დანი ალვესზე ძალიან გაბრაზებულია და სამაგიეროს გადახდას ცდილობს. მან განაცხდა, რომ ის იდიოტია, რამდენჯერმე ეხება ბურთს და ორჯერ მეტ ჯარიმას იღებს. „ის ისეთ პოზიციებზე დგას, რომელზეც ფეხბურთს არ თამაშობენ“-აცხადებს მარადონა.