NBR-ის პრეზიდენტი: „გამარჯვებულ კომპანიებს წარმატებულ კონტრაქტებზე ხელმოწერის შანსი მიეცემათ“
23 ივნისს, რვა ქვეყნიდან წარმომადგენელი ბიზნესმენები საქართველოს ეწვივნენ. მათ ქართველ ბიზნესმენებთან ერთად გრანდიოზულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და B2B შეხვედრებიც გამართეს. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR) მიერ გამართულ დაჯილდოვების გრანდიოზულ ცერემონიალს ორგანიზაციის პრეზიდენტი ვალერი გიჟიცკი და NBR-ის ქართული ფილიალის ხელმძღვანელი – მაკა კუტუბიძე წარუძღვნენ .
ინტერვიუ ვალერი გიჟიცკისთან:
– ბრენდის – „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ დაარსების იდეა 2004 წელს გაჩნდა. ამ პერიოდში მე საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. ჩვენს კატალოგს ვუშვებდით, სწორედ მაშინ დაიბადა იდეა, რომ ეკონომიკის განყოფილება შეგვექმნა. ბევრი ფიქრის შემდეგ, მივხვდით, რომ რადგან ჩვენს ქვეყნებში არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ყველას შეუძლია სხვადასხვა რანგისა და საქმიანობის კომპანიების გაცნობა, ჩვენ ისინი სხვადასხვა პარამეტრის ნიშნით უნდა დაგვეყო: შემოსავლის, ასევე თანამშრომელთა ანაზღაურების და სხვა თვისებების მიხედვით. ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას არ ვითვალისწინებთ, თუ მაგალითად, კომპანია მაღალშემოსავლიანია და მსხვილია, არამედ იმასაც, თუ რა სარგებლობა მოაქვს მას ქვეყნისთვის. საშუალო ბიზნესს საშუალებას ვაძლევთ გააფართოონ თავიანთი არეალი და უცხოელ პარტნიორებზე გავიდნენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესრეიტინგების კავშირში შემავალი ქვეყნების ბიზნესმენებთან დაამყარონ ახლო კონტაქტები და საქმიანი ურთიერთობები.
– არის თუ არა შემთხვევა, რომ კომპანიას აქვს დიდი მოგება, თუმცა ნაკლებ გადასახადს იხდის?
– ყველაფერი ხდება, თუმცა ეს ჩვენი გასარკვევი არ არის. ჩვენ პატიოსნად მომუშავე კომპანიებს ვაჯილდოვებთ და ყველაფერს სამართლიანად ვაკეთებთ. არის შემთხვევა, რომ შემოსავლის მიხედვით კომპანია პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა თანამშრომელთა შემოსავალი უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ ფინანსურ მაჩვენებლებს არ გამოვეკიდებით, თუმცა სრულ კომფედენციალურობასაც ვუზრუნველჰყოფთ. კომპანიებს რეიტინგების მიხედვით ვანიჭებთ ღირსეულ ადგილს.
– რომელი წლიდან ფუნქციონირებს თქვენი ორგანიზაცია?
_ 2005 წლიდან ოფიციალურად ვფუნქციონირებთ. იმ პერიოდში უკრაინის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. დღეს ჩვენს ორგანიზაციაში 8 ქვეყანა ერთიანდება. ქართული ფილიალი ორი ქვეყნისთვის, საქართველოსა და სომხეთისთვის ფუნქციონირებს და ამ კუთხით ის გამორჩეულია. გაფართოებასაც ვაპირებთ. ცოტა ხნის წინ ისრაელის მხარემაც გამოთქვა სურვილი,რომ ჩვენს ორგანიზაციას შემოუერთდეს. არ გვაქვს პირობა, რომ მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნები უნდა გავაერთიანოთ, ყველა ქვეყანას შეუძლია ჩვენს ორგანიზაციას შემოუერთდეს. NBR ევროპის ქვეყნებთან კავშირებსაც გეგმავს.
– რით გამოირჩევა ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR) დაჯილდოვება?
– პირველ რიგში NBR-ს საერთაშორისო სტატუსი აქვს. ცერემონია 23 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობა 8 . ქვეყანამ მიიღო, ე.ი. მათ, ვინც ჩვენს ორგანიზაციაში გაერთიანდა. დაჯილდოებასთან ერთად გაიმართება B2B ტიპის შეხვედრებიც. ეს გულისხმობს, რომ გამარჯვებულ კომპანიებთან, რომელთაც ბიზნესრეიტინგებით ვარჩევთ, დავგეგმავთ შეხვედრებს. უმეტეს შემთხვევაში, ამ ტიპის შეხვედრებზე კომპანიები საკმაოდ წარმატებულ კონტრაქტებს მოაწერენ ხელს, ზოგიერთნი კი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს ნიშნავს, რომ NBR-ში ნომინირებული ბიზნესკომპანიები საქართველოში ტყულად არ ჩამოდიან. მათ შეუძლიათ რვა ქვეყნიდან ნებისმიერი სხვა აირჩიონ. მაგრამ, როდესაც ირჩევენ საქართველოს, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან პოტენციური ინვესტორები და საქართველოს მომავალი ბიზნეს-პარტნიორები.