კრიშტიანუ რონალდუს რეალიდან წასვლის შესაძლო მიზეზები
ინფორმაცია, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს რეალიდან წასვლას ეხება „sky sports” ადასტურებს და უცხოური პრესა აქტიურად განიხილავს მიზეზს თუ რატომ შეიძლება წავიდეს ან უნდოდეს რონალდუს გუნდის დატოვება. ერთ-ერთ მიზეზად „სამეფო კლუბი“ ფინანსური თაღლითობის გამო ფორვარდზე დაკისრებული ჯარიმების ანაზღაურებაზე უარის თქმა სახელდება.
მიზეზები არ ილევა და რა თქმა უნდა, რონალდუს კონკურენტ მესიზეც ალაპარაკდნენ, რომ თითქოს კრიშტიანუს წასვლა მესის ხელფასს უკავშირდება, რადგან ორი სეზონის განმავლობაში მესის მასზე დიდი ხელფასი ექნება, ხოლო „რეალი“ რონალდუს კონტრაქტის გადახედვას არ გეგმავს. რონალდუს გულშემატკივრებს, მხოლოდ ისღა დარჩენიათ დაელოდონ მოვლენებს, თუ როგორ განვითარდება.