სპორტი

ავთანდილ ხურციძეს დროებით ჩემპიონის ტიტული ჩამოერთმევა

მსოფლიო ჩემპიონს,  მოკრივე ავთანდილ ხურციძეს  სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული  ჩამოერთვა. შეგახსენებთ, რომ 10 დღის უკან ამერიკაში 33 ქართველი დააპატიმრეს მათ შორის ორი ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე. 19 ივნისს, სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ამერიკის საგამოძიებო სამსახური იუწყება არსებობს ვიდეო მასალა, სადაც ავთანდილ ხურციძე  ადამიანს ფიზიკურად უსწორდება, რომელსაც პოკერის ერთ-ერთი თამაშიდან თანხის მოპარვას აბრალებს. მოსმართლემ ვიდეოში ასახულ მასალაზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ ავთანდილ ხურციძე გისოსებს მიღმა უნდა დარჩეს, რადგან ის საზოგადოებისთვის საშიშია.

კომენტარის დატოვება