სპორტი

საქართველოს 4 გუნდის მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია

20  ივნისს შევეიცარიაში,  ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ჩემპიონთა ლიგის   საწყისი ეტაპების კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს 4  გუნდის მეტოქის ვინაობა  უკვე ცნობილია. ჩემპიონთა ლიგის  პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, კენჭისყრის მიხედვით ერთმანეთს სამტრედიის  „სამტრედია“ და აზერბაიჯანული Qarabag-ი  შეხვდებიან.

პირველი მატჩი 11 ივლისს, ბაქოში გაიმართება.

ბათუმის დინამო გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი პირველად მატჩს სტუმრად 29 ივნისს გამართავს და პოლონეთის „იაგელონს“ დაუპირისპირდება.

ტორპედოს მეტოქე კი ევროპა- ლიგაზე სლოვაკური „ტრენჩინი“ იქნება.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონების პირველი მეტოქე ევროპალიგაზე ავსტრიული “ალტახი” გახდა.
პირველ მატჩს სოსო ფრუიძის გუნდი ალტახს საართველოში 29 ივნისს უმასპინძლებს.

იქიდან გამომდინარე,  რომ ქართულ კლუბებს არ აქვს საკუთარი მოედნები, ამიტომ გადაწყდა, რომ  ორი კლუბი ქუთაისში ითამაშებს, ორიც – თბილისში. თავის სტადიონზე ითამაშებს ქუთაისის „ტორპედო“. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე  ბათუმის „დინამოც“ ითამაშებს.
„სამტრედია“ და „ჩიხურა“სტუმრებს „დინამო არენაზე“  უმასპინძლებენ.

 

კომენტარის დატოვება