23 წლის სტუდენტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს, გარდაიცვალა
23 წლის ამერიკელი სტუდენტი ოტო უორმბირი, რომელიც 15 თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ციხეში იყო დაპატიმრებული, აშშ-ში, 19 ივნისს გარდაიცვალა. ამის შესახებ საზოგადოებამ უორმბირის ოჯახის განცხადებით გაიგო.
როგორც ცნობილია ახალგაზრდა სტუდენტი, ამერიკაში, 13 ივნისს გადაიყვანეს და ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სტუდენტის გარდაცვალებასთან კავშირის გამო „ჩრდილოკორეული რეჟიმის სისასტიკე“ გაკიცხა.
„ოტოს ბედი მბოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ჩემი ადმინისტრაციის მთავარ დავალებას, რომ ხელი შევუშალოთ უდანაშაულო ადამიანთა ცნოვრების ასე ტრაგიკულად დასრულებას. რომლებიც არ ემორჩილებიან რეჟიმს, რეჟიმი კი არ აღიარებს კანონის უზენაესობასა და ადამიანთა ღირსებას“ – განაცხადა ტრამპმა.
ოტო უორმბირი ჩრდილოეთ კორეაში 2015 წლის 25 დეკემბერს ტურისტების ჯგუფთან ერთად პეკინიდან ჩავიდა. მოგზაურობის ბოლოს ის დააკავეს, ხოლო სტუდენტთან ერთად მყოფ სხვა ტურისტებს წასვლის საშუალება მისცეს. დაკავებისას ოტო ჯერ კიდევ 21 წლის იყო.
დაკავებიდან ორი თვის შემდეგ ამერიკელი ბიჭი ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიების ეთერში ბადრაგის თანხლებით წარსდგა. ოტო ჩართვისას ჰყვებოდა, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს, რადგან ის სასტუმროდან სააგიტაციო პლაკატის მოპარვას ცდილობდა – თითქოს მას ეს პლაკატი ალაფის სახით ამერიკულ ეკლესიაში უნდა მიეტანა.
პრესკონფერენციაზე ოტომ განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლების დავალებით უხმაუროდ მოქმედებდა, რათა კორეელი ხალხის მოტივაციისა და შრომითი ეთიკისთვის ზარალი მიეყენებინა.
2016 წლის მარტში სასამართლომ მერიკელ სტუდენტს სახელმწიფო დანაშაულისთვის და ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს სტუდენტური ორგანიზაციის საიდუმლო წევრობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
15 თვე ჩრდილოეთ კორეის ციხეში ყოფნის შემდეგ, 23 წლის სტუდენტი ამერიკაში კომატოზურ მდგომარეობაში ჩამოიყვანეს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, მათ ოტო „ჰუმანური თვალსაზრისით“ გაათავისუფლეს ციხიდან.
ამერიკელი ექიმები ოჰაიოს შტატის ცინცინატის სამედიცინო ცენტრში, სადაც კომაში მყოფ ოტოს მკურნალობდნენ, აცხადებენ, რომ ძალადობის კვალი არსად ჩანს
საზოგადოებისთვის ისევ უცნობია, რა დაემართა 23 წლის ამერიკელ სტუდენტს დაკავებიდან 15 თვის განმავლობაში.