კატეგორიის გარეშემედიცინა

კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის მიზნით უფასო გამოკვლევები ჩატარდება

 

კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის და ფართო მასების ინფორმირების მიზნით, კამპანია „ევრომელანომა“ გრძელდება. იგი საქართველოში წელს უკვე მეხუთედ ტარდება. კამპანიის შესახებ დღეს ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა და „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლალი მეკოკიშვილმა მიაწოდეს.  2017 წლის ლოზუნგია: „კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავით მზის მავნე გამოსხივებისგან!“

 

მიმდინარე წელს ღონისძიების ორგანიზატორები მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავენ, რის შემდეგაც მოქალაქეები, 14 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, უფასო სკრინინგით სარგებლობას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში შეძლებენ. თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58.

კომენტარის დატოვება