დედაქალაქისაზოგადოება

მიკროავტობუსები გაზზე აღარ იმუშავებენ

2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მერია მოითხოვდა სამაღშუტო ტაქსებში გაზის აპარატურის დემონტაჟს. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც თბილისში, ადგილობრივ  საქალაქო  რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები  (M2 კატეგორია) გაზზე აღარ იმუშავებს. გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა – 101-ვე ე.წ. მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი.

კომენტარის დატოვება