რატომ კარგავენ პოლიტიკური პარტიები შემომწირველებს?!
არასამთავრობო ორგანიზაცია – „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების საკითხს ეხმაურება: „გენერალურმა აუდიტორმა ბატონმა ერეკლე მექვაბიშვილმა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ბატონმა ზურაბ აზნაურაშვილმა წარმოგვიდგინა არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულობები, როგორც მოსალოდნელი იყო მმართველი პარტია ლიდერობს და მისი დაფინანსება სხვა პარტიებისას ბევრად აღემატება: შემოსავლები ასე გამოიყურება:
ჯამურად განხორციელებულია 8,835,900.00 ლარის ხარჯი, კერძოდ:
„ქართული ოცნებამ“ – 6,983,756 ლარის სახით მიიღო შემოწირულობა. „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ მხოლოდ 202,811 ლარი
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისულებისთვის“ – 646,775 ლარით დაფინანსდა.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 507,730 ლარით.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ შემოწირულობა – 75,892 ლარია; „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოსი“ კი – 66,084 ლარი.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცახდებენ, – წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის აშკარა უპირატესობა ისედაც შესამჩნევი და თვალშისაცემი იყო. ალბათ საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს ის უფრო იწვევს, ყოფილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი პოლიტიკური დანაყოფიდან, რომელს უფრო მეტი დაფინანსება აღმოაჩნდა. „ნაცმოძრაობის“ დუშეთის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი, ექსნაციონალი რეზიკო ოთარაშვილი ამასთან დაკავშირებით შემდეგს აცხადებს: თავდაპირველად დაფინანსების საკითხში დიდი როლს თამაშობდა შემდეგი ფაქტორები: სააკაშვილის, როგორც პერსონის ავტორიტეტი, მეორე – მისი ლობისტები დასავლეთში. მოდით, განვიხილოთ, საერთოდ რა ფინანსური წყაროები გააჩნია პარტიას?! პირველი – ეს არის სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც ამ შემთხევვაში ორად გაიყოფოდა, მეორე – საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსება, მესამე – შემოწირულობები. ბოკერია-უგულავას კლანმა კარგა ხნით ადრე დაიწყო მუშაობა, რომ როგორმე შეელახათ მიშას ავტორიტეტი და საერთაშორისო დონორების რაღაც ნაწილი გადმოებირებინათ. მათ უფრო თამამადაც აფინანსებდნენ შემომწირველები, ვიდრე სააკაშვილთან ასოცირებულ ნაცმოძრაობას, რომლებიც ამ არჩევნებზე ხელისუფლებასთან მთავარ დაპირისპირებულ ძალას წარმოადგენენ. შესაბამისად, შედეგიც სათანადო დაიდო… და რასაკვირველია, შიდა ბრძოლებმა საბოლოო ჯამში ორივე პოლიტიკური დანაყოფი დააზარალა.“ -აცხადებს რეზიკო ოთარაშვილი