კულტურა

როგორ ვუპასუხეთ ჯვრის მონასტრის შეურაცხჰყოფას?!

როგორ იქცევიან  საქართველოში ყოფნისას  ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლები და რამდენად  ტოლერანტულები უნდა ვიყოთ  მათთან  მიმართებაში, როცა საქმე დანაშაულებრივ ქმედებას ეხება?! ეს არის თემა, რომელიც ხშირად  ჩვენს საზოგადოებაში  აქტიური განხილვის საგანი ხდება.ჯერ კიდევ შარშან ( 2016 წლის 20 მარტს)   სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია,  რომ  ჯვრის მონასტრის კედელზე გაუგებარი წარწერები გაჩნდა, რომელიც ვანდალიზმის ფაქტად შეფასდა. სისხლის სამართლის საქმე 259-ე მეორე პრიმა მუხლით მაშინვე აღიძრა, რაც კულტურული მემკვიდრეობის  დაზიანება-განადგურებას გულისხმობდა. დიდი აჟიოტაჟი ატყდა პრესაშიც,  მაგრამ რა შედეგით დასრულდა? შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურიდან europress.ge-ს აცნობეს, რომ გამოძიება დღემდე  მიმდინარეობს… არადა, ვანდალიზმის ჩამდენებს სავარაუდოდ, საკუთარი  გვარ-სახელები  წარწერებშივე  მითითებული ჰქონდათ, რაც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ  განმარტა. აღნიშნული წარწერების ამსახველ ფოტოებს  და  შინაარსს, როგორც ძალოვან უწყებებს, ასევე,დაინტერესებულ საზოგადოებას კვლავაც ვთავაზობთ.

 

მაშ ასე:  #1 სურათზე  წარწერები არაბულ ენაზეა და ძალიან ცუდად იკითხება.­ თუმცა, ზემოთ მკაფიოდ წერია „ალაჰ აქბარ“.  „ალაჰი დიდია, დიდება ალაჰს!“.  როგორც ჩანს, მთავარი მესიჯიც ეს არის. მარცხნივ ვიღაცის სახელი წერია, რომელიც ცუდად იკითხება.

 

#2 სურათზე ლათინური ასოებით წერია „აზიზ“. თურქები­ ლათინურ დამწერლობას იყენებენ.  „აზიზ“ – თურქული სიტყვაა და სათნოს, საყვარელს ნიშნავს, მაგრამ გვარიც არის.ლოგიკურად, იქ „სათნოს“ და „საყვარელს“ არავინ  ამოკაწრავდა. ის გვარს უნდა ნიშნავდეს“

„#3 სურათზე შედარებით მკაფიოდ ჩანს სახელი და გვარი – მუჰამედ ჰასანი“…

როგორც  გიორგი სანიკიძემ განაცხადა, აღნიშნული შემთხვევის გარდა  სხვა დროს,  საქართველოში „ალაჰ აქბარ“ ქრისტიანული ეკლესიის კედელზე არასდროს დაუწერიათ.

კომენტარის დატოვება