შარჟი

მოდელირებული მონარქია და პოლიტიკოსთა შეცვლილი მდგომარეობა

 

 ერთი წუთით წარმოვიდგინოთ,   რომ  გვყავს მეფე!.. თუნდაც ისეთი, რომელიც მეფობს, მაგრამ არ მართავს…  და პლიუს,  არაფრისმაქნისი არისტოკრატია ( ყველა დროისთვის შესაფერისი) ,მეფეს  რომ  ანტურაჟისთვის  სჭირდება. როგორ შეიძლება  გამოიყურებოდეს ეს სიტუაცია ჩვენს დღევანდელ რეალობაში?! ვნახოთ, როგორ  დაალაგებს  ვითარებას მოდელირებული მონარქია, – ახალი არისტოკრატია და  თავად-აზნაურთა აღდგენილი პრივილეგიები…  ეს ყველაფერი  „ამა ქვეყნის ძლიერთა“ ამჟამინდელ მდგომარეობას როგორ შეცვლის?! მოდელირებული  სიტუაციის წარმოდგენაში მკვლევარი და გენეალოგი ლექსო ნაზღაიძე დაგვეხმარა, რომელმაც პოპულარული  პოლიტიკური ფიგურების წარმომავლობის შესახებ ისტორიული ცნობები მოგვაწოდა.

 

სააკაშვილი _ ეს გვარი, მიუხედავად იმისა, რომ  თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტი  ზოგიერთმა ისტორიკოსმა  ლამის ბაგრატოვანთა შთამომავლად წარმოგვიდგინა, სუფთა  გლეხური გვარია. ისინი ცხოვრობდნენ გორში და იყვნენ კათოლიკეები.

ივანიშვილი (უწინ – ივანაშვილი) – გლეხია.

მარგველაშვილი _   აზნაური (არიან გლეხებიც ).

კვირიკაშვილი _  აზნაური ( არიან  გლეხებიც)

კობახიძე _   აზნაური (გლეხიც).

ვოლსკი _ გია ვოლსკი პირველი მიესალმა მონარქიის აღდგენის ინიციატივას, თუმცა მისი ადგილი და გვარი თავად-აზნაურ-გლეხური სიიდან საერთოდ ქრება, რამეთუ ბატონი გიორგი დასჯილი, ამ შემთხვევაში, რუსების მიერ საქართველოში იძულებით გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალია.

თეა წულუკიანი _   გლეხია.

ალექსანდრე ჯეჯელავა _ გლეხია

 

ეკა ბესელია _ გლეხია

კახი კალაძე – გლეხია

სოზარ სუბარი _ გლეხია

მიხეილ გიორგაძე _   აზნაური

გუგული მაღრაძე _  აზნაური

ირაკლი სესიაშვილი _ გლეხია

ზაქრო ქუცნაშვილი _ გლეხია

ზვიად კვაჭანტირაძე – გლეხია

 

 

გიგი წერეთელი _  თავადი

გია ბარამიძე _ გლეხია

ეკა ხერხეულიძე _ თავადი

დავით ბაქრაძე _  აზნაური

აკაკი ბობოხიძე _ გლეხია

ხათუნა გოგორიშვილი _ აზნაური

რომან გოცირიძე _ აზნაური

სერგო რატიანი _ აზნაური

ლევან ვასაძე _ მიუხედავად იმისა, რომ  მოასწრო და რაინდის ტიტულს გამოკრა ხელი, გლეხია.

 დავით უსუფაშვილი _ აზნაური

 

სალომე ზურაბიშვილი _   თავადი

მერობის კანდიდატები  მართლაც ამართლებენ და შეჰფერიან სასურველ თანამდებობას, რამეთუ, მუშურ-გლეხური კანდიდატებითაა წარმოდგენილი (მერი მაინც მეურნეა).

ნინო ხოშტარია _ გლეხი (არიან აზნაურებიც)

ზაალ უდუმაშვილი _  გლეხი

კახა შარტავა – გლეხი

ალეკო ელისაშვილი _  გლეხი

 

არისტოკრატულ ამალაში ლიდერობს ირმა ინაშვილი, რამეთუ ოთხი კაციდან ორი ცისფერსისხლიანი თავადი  ჰყავს.

დავით თარხან-მოურავი _  თავადი ( ამ ეტაპზე 100%-ით დადგენილია,  რომ  ის მართლაც გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავალია, არის თუ არა ქალის ხაზით მაჰმადის ალიდთა შთამომავალი, ამის  დადგენაზე მუსლიმი მეცნიერები  გაისარჯონ).

ადა მარშანია _ თავადი

ირმა ინაშვილი _  გლეხი

 ემზარ კვიციანი _  გლეხი

პ.ს. ლექსო ნაზღაიძე:  ისტორიულად, საქართველოში  გლეხობა  მუდამ უმრავლესობაში იყო (აზნაურები მცირე ნაწილი, დაახლოებით 1000 გვარი, თავადები – 100 გვარამდე). დღესაც კი არ იცვლება კლასობრივი სურათი_  სახელისუფლებო  უმრავლესობა ძირითადად გლეხებით არის დაკომპლექტებული, რომელთათვის  მონაქიის აღდგენის შემთხვევაში, სამეფოს კარი დაიკეტება. გასული საუკუნეების მაგალითებს თუ მოვიშველიებთ,  გუთნისდედებს  სამეფოს აღდგენის ინიციატივა სულაც არ უნდა ახარებდეთ.

ჯვარი გვეწეროს და უხვად გვაქვს იმის მაგალითებიც, მტერთა შემოსევების დროს,  გლეხობა მასობრივად რომ გაიხიზნებოდა ტყესა თუ ღრეში, ნაკლებად ეფიქრებოდა სამშობლო…   აზნაურის და თავადის წოდება კი  საქართველოში ძირითადად დამსახურების, ერთგულების, თავდადებისა და მეფის სამსახურისთვის მიენიჭებოდათ ხოლმე.  სოციალიზმის დროს თუ ამტკიცებდნენ, რომ აზნაური ნიშნავს ცუდს, სისხლისმსმელს, ექსპლოატატორს, სინამდვილეში აზნაურობა იყო თავდადება, დამსახურება, ძირითადად _ ბრძოლებში.

20-ე საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც საქართველოში რუსეთის ბოლშევიკების მეთაურობით წითელი არმია შემოვიდა, პირველი, რაც მათ დაისახეს მიზნად, ეს იყო თავად-აზნაურობის ამოწყვეტა, ვინაიდან ის იყო წარმმართველი ძალა, იღებდა პასუხისმგებლობას ქვეყნის ბედზე, წარსულსა და მომავალზე. გაწყვიტეს  თავად-აზნაურობა და დატოვეს მასა გლეხური, რომელიც ყველაფერზე ტაშს დაუკრავდა. სხვათა შორის, ზოგიერთები ამითაც ხსნიან ღირსების დეფიციტს ქვეყანაში… ქვეყანაში, რომელიც მონარქის მოლოდინშია.

 

 

 

კომენტარის დატოვება