ბათუმის „დინამო“ ჯანი ცეცხლაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა
14 ივნისს, ბათუმში „რაგბი არენაზე“ ჯანი ცეცხლაძის სახელობის ყოველწლიური ტურნირის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. 14 წლამდე საფეხბურთო გუნდები საქართველოს 10 რეგიონიდან ასპარეზობდა. ფინალში ერთმანეთს ბათუმის „დინამო1“ ოზურგეთის „მერცხალს“ დაუპირისპირდა. მატჩი დინამოელების უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ბათუმელებმა მოწინააღმდეგე 4:0 დაამარცხეს. ბათუმის დინამო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებულიც არის. გამარჯვებულებს თასი მედლები და სიგელები გადაეცათ.