სპორტი

14 წლამდე დინამოელები კასპიის თასის მფლობელები გახდნენ

კასპიის თასისთვის 8 გუნდი იბრძოდა,  ოთხი  რუსეთის,  ორი –  აზერბაიჯანის და ერთი –  საქართველოს. თბილისის დინამო ბ ჯგუფში, რუსეთის ორ გუნდთან და აზერბიჯანის ერთ გუნდთთან ერთად მოხვდა.  პირველი თამაში  აზერბაიჯანის „ნევჩისთან“ გაიმართა და  მატჩი ქართველების  გამარჯვებით,  ანგარიშით 5:1 დასრულდა. 14 წლამდე დინამოელებმა მეორე თამაშის მოგებაც შეძლეს,  მახანჩკალის „ანჟისთან“  კი  2:1 დაასრულეს,  ქართველების მოგების სერია ფინალამდე გაგრძელდა, გადამწყვეტი მატჩი მასპინძელ გუნდთან, კრასნოდართან გამართეს და 2:1 დაამარცხეს და კასპიის თასის მფლობელები გახდნენ.

ბორის გონჩაროვმა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტურნირის მიმდინარეობა   დადებითად შეაფასა:„გუნდებს მაღალი კლასის ხელმძღვანელობა ჰყავდათ, რაც აღსანიშნავია. ადრე  ყოფილა მომენტები, როცა  მწვრთნელებს ვერ მიუღიათ მარცხი და შესაბამისად, ადგილი ჰქონია ინციდენტებს. ამჯერად კი ასეთი სამწუხარო ფაქტი არ დაფიქსირებულა, რითაც კმაყოფილი ვარ. ვთვლი, რომ ეს გუნდების ხელმძღვანელობის მაღალ დონეზე მეტყველებს, განსაკუთრებით კი ეს კრასნოდარის გუნდს ეხება. “- განაცხადა  ბორის გონჩაროვმა.

კომენტარის დატოვება