მედიცინა

რატომ დაუკავშირდა europress.ge-ს აშშ-დან საერთაშორისო ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი?!

Clean place სამედიცინო თეთრეულის დეზინფექციას 100 % -ით  უზრუნველჰყოფს!

 

 საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია   „კვირის პალიტრის“ მიერ გაშუქებულმა თემამ -„კლინიკებში სამედიცინო თეთრეული წესების დარღვევით ირეცხება?!“  აღნიშნულ  სტატიაში ერთ-ერთი კლინიკის  უფროსი ექთანი (რომელიც ვინაობას არ ასახელებს)  ყურადღებას ამახვილებს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც  სამედიცინო კლინიკებში თეთრეულის რეცხვაა. როგორც ირკვევა, კლინიკათა უმეტესობა  მხოლოდ ქლორით და საკუთარი სარეცხი მანქანებით  უმკლავდება  აღნიშნულ საქმეს, რაც აღნიშნული პანდემიის პირობებში (  და მის გარეშეც კი)  მთლად კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. მით უფრო,  რომ სამედიცინო თეთრეულის რეცხვის საერთაშორისოდ  აღიარებული წესები განსხვავებულია. L Tech დაეხმარა ამ ბლოგის შექმნაში.   

_„რა თქმა უნდა,  რეცხვა   მხოლოდ რეცხვის პროცესისგან არ შედგება.  ეს გულისხმობს თეთრეულის მოხსნას პალატიდან, ე. ი. გამოყენების ადგილიდან,  მის გატანას და სამრეცხაოში მიტანას. საერთაშორისოდ აღიარებული წესები დაცულია, როცა  ეს შეტანის და გამოტანის პროცესი    გამიჯნულია. საიდანაც  ჭუჭყიანი თეთრეული  შედის, სუფთა  იქედან არ უნდა გამოვიდეს!  ასევე, არ შეიძლება გამოყენებული  თეთრეულის გაფერთხვა, რათა არ  მოხდეს ინფექციის შემცველი ნაწილაკების და  მიკროორგანიზმების გაბნევა, სხვა უცხო საგნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.  ეს შეიძლება იყოს შპრიცი, თმა, საკვების ნარჩენი ან რამე ქიმიური ნივთიერება. ესეც დოკუმენტით დაუდგენელი, თუმცა ზოგადად აღიარებული წესია, რომ გამოყენებული თეთრეულიდან  მოხდეს    უცხო  ნაწილაკების მოშორება. – ამბობს უფროსი ექთანი, რომელიც თეთრეულის არასათანადოდ გარეცხვის შემთხვევაში სხვადასხვა  დაავადების გავრცელების რისკებზეც მიგვანიშნებს, თუნდაც ისეთზე –  როგორიცაა მუნი, სოკოვანი დაავადება , ყირიმ კონგოს ციებ-ცხელება და ა.შ.

როგორც ჩანს, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები უფრო სერიოზულობით ეკიდებიან აღმნიშნულ საკითხს. „კვირის პალიტრის“ მიერ გამოქვეყნებულ თემას აშშ -დან  MD / MPH საერთაშორისო ჯანმრთელობის დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, ვასილ ეგნატაშვილი გამოეხმაურა და europress.ge -სთან  აღნიშნულ თემაზე  საკუთარი მოსაზრების გამოხატვა  ისურვა.

_ვასილ ეგნატაშვილი:რეცხვის სერვისებით  სამედიცინო პროფილის ობიექტების მომსახურება  სასტუმროების და რესტორნების მომსახურებისგან რადიკალურად განსხვავებულია. იქედან გამომდინარე, რომ  სამედიცინო პროფილის ობიექტებიდან გამოსული თეთრეული  და უნიფორმები განსაკუთრებულ  და განსხვავებულ მოპყრობას საჭიროებს. კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ სამედიცინო ობიექტებიდან გამოსული თეთრეულის  33% არის ვიზუალურად დაბინძურებული, თუმცა 100% – ით არის დაბინძურებული ბაქტერიებით, რომელიც ადამიანისთვის ძალიან საშიშია და ხშირად  სოკოვანი ან ვირუსული დაავადების გავრცელების რისკს შეიცავს.  სწორედ ამიტომ  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო ობიექტებიდან  გამოსული  თეთრეული  სპეციალიზებულ სამრეცხაო  ობიექტებზე ირეცხებოდეს, სადაც  არ ხდება სხვა კომერციული და  არასამედიცინო ობიექტებიდან თეთრეულის მიღება.  ამ თვალსაზრისით  ე.წ.  ბარიერული რეცხვის   მეთოდი მსოფლიო სტანდარტს წარმოადგენს. სპეციალიზებული სამრეცხაო აპარატურა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ მზადდდება. სამედიცინო პროფილის სამრეცხაო  ობიექტები დაყოფილია ორ ნაწილად, პირველია, სადაც ხდება დაბინძურებული თეთრეულის და უნიფორმების მიღება, ხოლო მეორედან  უკვე სუფთა თეთრეულის და უნიფორმების გამოღება და გატანა. სამრეცხაოს  ამ ორ  ნაწილს  შორის არის ფიზიკური ბარიერი, მაგალითად,  გამყოფი  კედელი.  სამედიცინო დანიშნულების სარეცხი მანქანები არის მხოლოდ ორკარიანი და ყოველთვის ერთი მხრიდან  ხდება ჩალაგება დაბინძურებული თეთრეულის და  მუდამ  მეორე მხრიდან –  გასუფთავებულის  გამოღება. ეს გამიზნულია იმისთვის, რომ არ მოხდეს  გარეცხილი სარეცხის ამოღების დროს მისი ხელახალი დაბინძურება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, –  ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომელიც გამოიყენება  სამედიცინო თეთრეულის რეცხვის დროს და ამ მეთოდს  ალტერნატივა არ გააჩნია. “

 

 

არის თუ არა გამოსავალი იმ ვითარებაში, რომელიც საქართველოში გვაქვს?!

აღსანიშნავია, რომ  საქართველოში არსებობს პროფესიული სამრეცხაო დაწესებულება Clean Place, რომელიც მხოლოდ  სამედიცინო კლინიკებს ემსახურება და გააჩნია ბარიერული  ტიპის ორკარიანი  დანადგარი. Clean Place -ის წარმომადგენელი ალექსანდრე ქუთათელაძე  europress.ge -სთან საუბარში აცხადებს:

_ „უკვე არათუ ევროპის მოწინავე ქვეყნებში,  თურქეთშიც კი უპირატესობას  ანიჭებენ  ისეთ სამრეცხაო დანადგარებს, როგორიც ჩვენ გვაქვს.  ეს არის  ბარიერული  რეცხვის, ორკარიანი სარეცხი მანქანები და უზრუნველყოფს  საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი სტანდარტების დაცვას. ამ შემთხვევაში, ერთი კარიდან იყრება ჭუჭყიანი თეთრეული და მეორე კარიდან გამოდის სუფთა და უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, სრულიად დაცულია  უსაფრთხოების  წესები.  შესაბამისად,  მეორადი დაავადების გადადების რისკი  მინიმუმამდე მცირდება, თითქმის არც არსებობს! ცხადია, ასეთი ორკარიანი დანადგარის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, თუმცა  მისი მეშვეობით, ბევრი სხვა დაავადების გადადების საფრთხეც გაუვნებელყოფილია. ქვეყნისთვის, ხალხისთვის და სამედიცინო კლინიკებისთვის მართლა  კარგი შეთავაზება გვაქვს,  რაც უზრუნველჰყოფს   რეცხვის პროცესების 100 პროცენტით სეპარაციას,   მაღალ ტემპერატურაზე ორთქლის მეშვეობით რეცხვას, სრულ დეზინფექციას ყოველი მოხმარების შემდგომ და ა.შ.  ე.ი.  შეგვიძლია  შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაც!  ჩვენ ორკარიან დანადგარს აქვს მაღალი სიმძლავრე და 6000 კგ- მდე რეცხვის შესაძლებლობა 24 საათში.  ვმუშაობთ ყოველდღე და  შეკვეთის შესრულება შეგვიძლია 24 საათის განმავლობაში. ექსპრეს შეკვეთა შესრულდება  3 საათის განმავლობაში. ჯერჯერობით    ვემსახურებით რამდენიმე კლინიკას, რომელთაც  საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვაზე აქვთ პრეტენზია და ისინი ძალიან კმაყოფილი არიან ჩვენი მომსახურებით.“

ალექსანდრე ქუთათელაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი, ეკა ასათიანი

კომენტარის დატოვება