მსოფლიოპოლიტიკა

ტრამპის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი რუსეთთან საიდუმლო კავშირში შეამჩნიეს?!

ამერიკული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, აშშ–ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკოვთან საიდუმლო კავშირს მალავდა. როგორც აღმოჩნდა, ის ცდილობდა რუსეთსა და ვაშინგტონს შორის საიდუმლო  არხი  გაეკეთებინა.

„როიტერის“ ცნობით, კუშნერსა და კისლიაკს შორის კავშირი ჯერ კიდეც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო და მას შემდეგაც გრძელდებოდა. სააგენტო ამჟამად ამერიკის ხელისუფლებაში მყოფ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ამბობს, რომ კუშნერი სამჯერ დაუკავშირდა კისლიაკს, მათ შორის იყო ორი სატელეფონო საუბარი.

Washington Post–ისა და New York Times–ის ცნობით, ტრამპის სიძე ცდილობდა კისლიაკთან ერთად შეექმნა ისეთი საინფორმაციო არხი, რომელიც საიდუმლო და დაცული იქნებოდა. როგორც ცნობილია, ეს შეთავაზება კუშნერმა 2016 წლის დეკემბერში ნიუ–იორკში კისლიაკთან შეხვედრაზე გააკეთა.

Washington Post–ი მსგავს წერილს ამერიკული სადაზვერვო სამსახურის დასკვნებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ამბობენ, კისლიანი აღფრთოვანებული იყო ამ შეთავაზებით. გამოცემა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამ შეხვედრას დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი ესწრებოდა. რომელიც, როგორც ცნობილია, 13 თებერვალს თანამდებობიდან გადადგა. FBI ჯარედ კუშნერის რუსეთთან კავშირებით გასულ წელს დაინტერესდა.

Wasington Post–ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ და მაიკლ ფლინის ადვოკატმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. განმარტების გაკეთებაზე უარი განაცხადა რუსეთის საელჩომაც. რუსეთის მხარე უარყოფს რაიმე კავშირს 2016 წელს აშშ–ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან, სადაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ტრამპი სხვა განდიდატებისგან სწორედ რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით გამოირჩეოდა. ასევე შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარი იყო, რომ ტრამპისა და კისლიაკის შეხვედრაზე, პრამპმა რუსეთის წარმომადგენელს სახელმწიფო საიდუმლოებები გაუმხილა.

კომენტარის დატოვება