ბიზნესი

სილამაზე, რომელიც პროფესიონალიზმით იწყება!

„ესთეტიკა, გამოცდილება და ზრუნვა ერთ სივრცეში“

 

ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი სილამაზის სალონი „პროფილი“ მომხმარებლებს სილამაზისა და ესთეტიკური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

აქ დაგხვდებათ:

  • პროფესიონალური თმის მოვლა და სტილისტის მომსახურება;
  • სახის კანის დიაგნოსტიკა და თანამედროვე ესთეტიკური პროცედურები;
  • ლაზერული ეპილაცია ულტრათანამედროვე დიოდური ტექნოლოგიით;
  • მანიკური და პედიკური;
  • პროფესიონალური მაკიაჟი;
  • წარბებისა და წამწამების მოვლა და დიზაინი;
  • ინდივიდუალურად შერჩეული სილამაზის პროცედურები.

ამჯერად კი, თავად „პროფილის“ დამფუძნებელსა და მეპატრონეს, თავისი საქმის ერთგულ და გამორჩეულ პროფესიონალს, თამთა ბუკიას გაგაცნობთ.

ოთხი შვილის დედა, მუდამ ენერგიული და შესანიშნავ ფორმაში მყოფი, კოსმეტოლოგი  თამთა ბუკია მომხმარებელს ყოველთვის ღიმილითა და დადებითი განწყობით ხვდება. თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად  უდგება და სწორედ იმ პროცედურას სთავაზობს, რაც მის კანსა და საჭიროებებს საუკეთესოდ შეესაბამება. ასე გამოიყურება თავად თამთა ბუკიას პროფესიული „პროფილი“ ესთეტიკის სალონ „პროფილში“.

 

თამთა ბუკია:    

— ბუნებით ესთეტი ვარ და ყოველთვის მიზიდავდა სილამაზის შექმნის პროცესი. მჯერა, რომ ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია; –  უბრალოდ, ამ სილამაზეს დანახვა და სწორად წარმოჩენა სჭირდება. მიხარია, როცა ჩემი დახმარებით ადამიანი  უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ხდება. კმაყოფილი და მომღიმარი კლიენტი ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.

სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, პროფესიულად განვვითარდეთ, შესაფერისად ვუპასუხოთ სიახლეებს და თანამედროვე ესთეტიკის მოთხოვნებს. სილამაზის სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენც არ ვჩერდებით,- ამ პატარა სალონში მუდმივად ვნერგავთ ახალ მომსახურებებსა და თანამედროვე მეთოდებს.

უკვე 17 წელია, კოსმეტოლოგი ვარ. დროთა განმავლობაში საქმიანობა გავაფართოვე, პროფესიონალების ძლიერი გუნდი შემოვიკრიბე და დღეს ჩვენი მომსახურება მხოლოდ სახის პროცედურებით აღარ შემოიფარგლება.

კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღესდღეობით, მომხმარებლის მოთხოვნაა, რომ ყველა სერვისი ერთ სივრცეში მიიღოს...  და მაინც, როგორც პროფესიონალმა გვითხარით, რას არ გვპატიობს სახის კანი?

— სახის კანი უპირველესად უყურადღებობას არ გვპატიობს. (იღიმის.)         

აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ყოველდღიური მოვლა და პროფესიონალური პროცედურები. ყოველდღიური რუტინა გულისხმობს კანის ტიპის სწორად განსაზღვრასა და შესაბამისი მოვლის საშუალებების გამოყენებას. მომხმარებელს ვურჩევთ, როგორც ჩვენს სალონში წარმოდგენილ პროფესიონალურ პროდუქციას, ისე აფთიაქში ხელმისაწვდომ ხარისხიან საშუალებებს. არჩევანი ყოველთვის თავად მომხმარებელზეა.

რაც შეეხება პროფესიონალურ მოვლას, ის მოიცავს სახის ღრმა წმენდას, მასაჟებს, ინვაზიურ და არაინვაზიურ პროცედურებს. პირველ რიგში ვაფასებთ კანის მდგომარეობას, ვადგენთ, რამდენად არის ამოწურული მისი რესურსი და მხოლოდ ამის შემდეგ ვარჩევთ შესაბამის პროცედურას. ეს შეიძლება იყოს ბიორევიტალიზაცია, ბუსტერი, პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინექციურ პროცედურას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს პროფესიონალური წმენდა. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტი ჩვენთან მოსულა და უთქვამს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში ინექციური პროცედურა ყოველგვარი წინასწარი წმენდისა და კანის მომზადების გარეშე ჩაუტარეს. ეს სერიოზული პროფესიული შეცდომაა და დაუშვებელია.

კანის მომზადების გარეშე ჩატარებულმა პროცედურამ შესაძლოა გაღიზიანება  და არასასურველი გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ ნებისმიერი ესთეტიკური ჩარევა კანის დეტალური შეფასებითა და სწორი მომზადებით უნდა დაიწყოს.

_შეუძლია თუ არა მომხმარებელს თქვენთან  უფასო კონსულტაციის მიღება?

_ რა თქმა უნდა, შეუძლია, მით უფრო თუ ჩვენი  სალონის ერთ-ერთი მომსახურებით მაინც ისარგებლებს ან დააჭერს,  ქვემოთ  მითითებულ  ღილაკს  – „მინდა უფასო კონსულტაცია“. ახლა არის დრო, რომ ისარგებლოთ ამ შემოთავაზებით!

 

 

 

ეკა ასათიანი

 

კომენტარის დატოვება