მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში
ლოს-ანჯელესის ჩრდილო -აღმოსავლეთ ნაწილში ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც ქალაქის მერმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უწოდა. ხანძარმა 2000 ჰა ფერდობი უკვე შეეწირა და დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია. ასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, რომელთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. აქედან დაახლოებით 550 მათგანი ბურბანკისა და გლენდელის რაიონებიდან არის. ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია სახელდება, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული დაუდევრობაა.