პოლიტიკა

ჯანი ბუკიკიო: „ის, რაზეც შევთანხმდით, ახლა ჰაერშია!“

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის შეფასებისას არ მალავს, რომ  იმედგაცრუებულია.

„ჩვენ გადავდგით კარგი ნაბიჯი, რათა საქართველომ მიიღოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია. დასანანი იქნება, თუ ეს ძალისხმევა წყალში ჩაიყრება. ყველა დაინტერესებულმა მხარემ, პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დასრულდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს რეკომენდაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. საკონსტიტუციო რეფორმას ფართო კონსენსუსი სჭირდება. ამ შემთხვევაში კონსენსუსი  ყველაზე მთავარია. ეს კონსენსუსი არა მხოლოდ პარტიებისგან უნდა იყოს, არამედ საზოგადოებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც. მაგრამ ახლა ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია.  პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ გადაწყვეტილება, რომელიც  ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.

რაზეც შევთანხმდით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ყველაზე მთავარი, მხარებს შორის კონსენსუსი ვერ ხერხდება! რაც შეეხება პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებას, მე ამით  ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ“ –  განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

 

 

კომენტარის დატოვება