რა სთხოვა მარადონას პუტინმა?!
უცხოური პრესის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოფილ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას დახმარებას სთხოვს, რაც მას მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას შესაძლოა დასჭირდეს.( ცნობილია, რომ რუსეთში ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და მატჩები ერთი თვის განმავლობაში 11 ქალაქში 12 სტადიონზე გაიმართება.)
თავად დიეგო მარადონა აცხადებს: „მე ვესაუბრე პუტინს მან გადმომირეკა.რუსეთის პრეზიდენტს სურს, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის რაღაც გავაკეთო. მე ვარ პუტინის ფანი და ვიქნები ძალიან ბედნიერი, რომ დავეხმარო, ყველაფერი შესაძლებელია. ჩემთან ამ თემაზე ორი თვის უკან იყო ლაპარაკი, თუმცა აუცილებელია პრეზიდენტთან პირადად შეხვედრა.“