დედაქალაქი

ყაზტრანსგაზმა ბერლინი შემოიერთა თუ გაზს ვის უთიშავს?!

სოციალურ ქსელში საკმაოდ  პოპულარული გახდა ყაზტრანსგაზის განცხადება, სადაც ის მოსახლეობას  აფრთხილებს, რომ 24 ივნისს    მოსალოდნელია გაზმომარაგების შეწყვეტა.  თბილისელების  ყურადღება   დიდ დიღომში,   კერძო  დასახლებისთვის მინიჭებული ქუჩების დასახელებებმა მიიპყრეს, რასაც სოციალურ ქსელში   სახალისო  კომენტარები  მოჰყვა. გთავაზობთ   ყაზტრანსგაზის განცხადებიდან ქუჩების დასახელებებს და  კომენტარებს.

„ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 10:00 საათიდან  გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონს, დიდი დიღომს, რაფიელ დანიბეგაშვილის, ტიმოთე ბელის, ოსკარ  შმერლინგის, კრისტოფერ კასტელის, ფრედერიკ მონპერის, იანს ჰომერის, ჰუგო ჰუპერტის და მაქს ტილკეს ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე იაკობ რაინეგსის, ბარონ დე ბაის, ჰაინრიხ კლაპროთის, არქანჯელო ლამბერტის და კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს…გაზმომარაგება აგრეთვე შეუწყდება სტრაბონის ქუჩა №26, მირიან მეფის ქუჩა №96, №106 ა, ნაკვეთი №040/458-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება 16:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, რომ  არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ,  თბილისელებისთვის ზემოთ დასახელებული ქუჩების დასახელებების დიდი ნაწილი ნამდვილად გონების და  ენის გასატეხი აღმოჩნდა.  „ყაზტრანსგაზმა  ბერლინი შემოიერთა?“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში… „ესენი ალბათ პლენები იყვნენ 1945-ში“ -პასუხობს სხვა.   ზოგიც აღნიშნავს, რომ  კარგახანია  ენისგასატეხით ვარჯიშობს და დასახელებული ქუჩის წარმოთქმა ჯერჯერობით უჭირს.

 

 

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top