უმცროსი ბორჯღალოსნები მე-10ადგილს დასჯერდნენ
18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმცროსმა ბორჯღალოსნება 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩი გამართეს. შემდეგ კი რაგბისტებმა ირლანდიასთან მე 9 ადგილისთვის იბრძოლეს, თამაში კი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. შეხვედრის პირველი 15 წუთი ირლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ქართველი მორაგბეები პოზიციებს არ თმობდნენ და თავს კარგად იცავდნენ. 21-ე წუთზე ირლანდიელმა ალან თაინენმა ლელო დადო. ანგარიში ირლანდიელების სასარგებლოდ 7:0 გახდა. შემდეგი თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ქართველმა ბორჯღალოსანმა გელა აფრასიძემ 28-ე წუთზე ჯარიმა დაარტყა და ანგარიში 3:7 გახადა.
32-ე წუთზე კი ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა. ლელოს დადებამ ბორჯღალოსნები დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში ირლანდიელებმა მოახერხეს ლელოს დადება, ამ შემთხვევაში მეტოქე გუნდს ქულები გელან დორისმა მოუტანა. კონორ დინმა კი ის 14:10 -ათამდე გარდასახა.
50-ე წუთზე ლელო ირლანდიელთა კაპიტანმა პოლ ბოილმა დაამიწა, დინმა კვლავ გარდასახა და ანგარიში 21:10 გახადა.
55-ე წუთზე გელა აფრასიძემ სოლო რეიდი განახორციელა და ლელო დადო – 15:21. აფრასიძემ მცირე ტრავმა მიიღო და მის მაგივრად თედო აბჟანდაძემ დაარტყა, თუმცა ვერ გადასახა.
61-ე წუთზე ქართველებმა ჯარიმა დაარტყეს და ამჯერად აფრასიძის დარტყმა ზუსტი გამოდგა. მალევე ირლანდიელმა მორაგბემ ჯარიმის გატანა შეძლო და ანგარიში 24:18 გახდა. ამგვარად, უმცროსი ბორჯღალოსნები მე- 10 ადილს დასჯერდნენ, ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს და შარშანდელი შედეგი გაიმეორეს, ხოლო ირლანდია მე-9 ადგილზე გავიდა. თუმცა საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებს 2018 წლის შოტლანდიის ჩემპიონატში ადგილი გარანტირებული აქვს. შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შარშან პირველად ითამაშეს ოცწლამდელთა ჩემპიონატში, მეოთხე მატჩში იტალიას სძლიეს და სპორტულადაც მოიპოვეს წლევანდელ ტურნირში თამაშის უფლება.