Entertainment

გაიცანით ერთი შეხედვით წარმოუდგენელი, უცნაური, მაგრამ საჭირო პროფესიები

შოკოლადის ინჟინერი
 თუ გიყვარს დიზაინი და  ოცნებობ ინჟინერობაზე, შეგიძლია  იყო გამორჩეული და გახდე შოკოლადის ინჟინერი. არ იქნები ვალდებული საქმე იქონიო მძიმე მანქანებსა და ხელსაწყოებთან, შენ მხოლოდ შოკოლადის კეთება გევალება! შოკოლადის ინჟინერის მოვალეობა სხვადასხვა გემრიელი ასორტიმენტით შოკოლადის რეცეპტების გამოგონებაა. ამ პროფესიის ადამიანს მხოლოდ შოკოლადის სიყვარული მოეთხოვება.

კუნძულების მეთვალყურე
რა შეიძლება იყოს ბუნებრივ გარემოში მუშაობაზე კარგი? ამ ეგზოტიკურ სამსახურს თავისი მოთხოვნები აქვს, რაც კუნძულების შესწავლას და ამ ადგილების დადებითად გამოყენების შესაძლებლობების აღმოჩენას ითვალისწინებს. მეთვალყურემ ასევე უნდა იცოდეს მინიმალური სადურგლო საქმე, წყალგაყვანილობა, მებაღეობა, კომუნიკაცია, მენეჯმენტი და ყველაფერ ამასთან ერთად, თავგადასავლებიც უნდა უყვარდეს. კუნძულები განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ მათ ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. კუნძულის მფლობელები ხშირად ქირაობენ მეთვალყურეს, რათა მათ კუნძულს მოუარონ. შეგახსენებთ, ეს საქმიანობა შეიძლება საინტერესოდ ჟღერდეს, თუმცა მას ნეგატიური მხარეც აქვს – მარტოობა.
მებაღე თერაპევტი
მებაღეობის თერაპია ითვალისწინებს მცენარეების და მათი დარგვის პროცესის გამოყენებას ,როგორც ფსიქიკური,ასევე ფიზიოლოგიური თერაპიისთვის. მებაღეობის თერაპია გამოიყენება სარეაბილიტაციო კლინიკებში, ციხეებში, სკოლებში, საავადმყოფოებსა და სხვა ფსიქოლოგიის ოფისებში.

დანაშაულის ჩადენის ადგილის დამლაგებელი

სპეციალიზებული წვრთნა, ღრმა წმენდის აღჭურვილოების ცოდნა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება და რაც მთავარია, სიმამაცე ჰმართებს ამ პროფესიის ადამიანს. თავდასხმის ადგილის დალაგება ითვალისწინებს კედლების, კარების  წმენდას, სისხლის ლაქების, ძვლების და სხეულის ნაწილებისგან ადგილის დასუფთავებას. ეს არის მსოფლიოში ყველაზე «ჭუჭყიანი» სამსახური, რომელიც შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის   მიზეზიც გახდეს. თუმცა ვიღაცამ ხომ მაინც უნდა გააკეთოს ეს საქმე?!

ვისკის ელჩი
დიახ, სწორად მიხვდით, თქვენ ვისკის გასინჯვაში და მათი ხარისხის შესაბამისად რეკომენდაციის გაწევაში გადაგიხდიან ფულს !  ეს სამსახური ითვალისწინებს საუკეთესო ვისკის შერჩევას და მათ პოპულარიზაციას .
თუმცა ამ სამსახურისთვის ძლიერი ღვიძლია საჭირო !

ცხოველებთან კომუნიკატორი
ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ცხოველებთან ტელეპატიის გამოყენებით კომუნიკაცია შეუძლიათ. ამ პროფესიის ხალხს ცხოველების სიყვარული და მათთან დიდი დროის გატარება მოეთხოვება. თქვენც სცადეთ ესაუბროთ საკუთარ  ცხოველებს, შესაძლოა გამოიცნოთ მათი სათქმელი.

 ფერების ექსპერტი

არსებობს ორგანიზაცია “color expert”, რომლის კონსულტანტებიც მომხმარებლებს სთავაზობენ მომსახურებას, რაც ითვალისწინებს ფერების ფსიქოლოგიას, თანამედროვე ტრენდებს და სტილს, დემოგრაფიულ სტატისტიკას და ფერების დიზაინს. ამ ინფორმაციის დახმარებით ისინი კლიენტს ეხმარებიან ოთახის ფერის შერჩევაში, კომპანიის ლოგოს შექმნაში და ა.შ. არსებობს ფერების კონსულტანტების საერთაშორისო ასოციაცია ( The International Association of Color Consultants (IACC), რომელიც დაინტერესებულ პირებს ტრენინგებსა და ფერების კონსულტანტთა ასოციაციის წევრობასაც კი  სთავაზობს.

ჩაის დეგუსტატორი
ესაა ერთ ერთი სპეციალიზებული პროფესია ჩაის ინდუსტრიაში, რომლის მიზანი ჩაის ხარისხიანობის გამოკვლევაა. მე და შენ შეიძლება ვერ გავარჩიოთ გემო, თუმცა ეს ადამიანები არა მხოლოდ არომატს, არამედ შემადგენლობასაც კი ხვდებიან. ამ მუდმივად მოთხოვნად სასმელს მრავალი ეფექტის მოხდენა შეუძლია ჩვენს სხეულზე, სწორედ ამით ფასობს ჩაის დეგუსტატორის პროფესია. თუმცა კი დღეში ასობით განსხვავებული ნიმუშის დაგემოვნება ძალიან რთულია.

ფრჩხილის ლაქის სახელის გამომგონებელი
ალბათ ყველა ქალს, რომელიც ფრჩხილის ლაქს იყენებს უფიქრია თუ საიდან მოდის ეს უცნაური და ხშირად სასაცილო სახელები. როგორც წესი, კომპანიები კრეატიულ პროფესიონალ ადამიანებს ქირაობენ ამ საქმის შესასრულებლად.

ფენ შუის კონსულტანტი
ფენ შუი უძველესი ჩინური მეცნიერებაა. ის ადამიანსა და გარესამყაროს შორის ჰარმონიის მიღწევას ემსახურება. კონცენტრაციას აკეთებს ენერგიის დინებაზე, რაც ჯანმრთელობის და კარგი იღბლის მოპოვებაში ეხმარება ადამიანს. ფენ შუი ნებისმიერ ადგილას შეიძლება გამოიყენოთ, სახლსა თუ ოფისში, ბაღში, მაღაზიაში.. ფენ შუის დეკორატორები ამ ფილოსოფიით დაინტერესებულ ადამიანებს დახმარებას უწევენ ფერების შერჩევაში, ოთახის მოწყობაში და სხვ. ფენ შუის კონსულტანტები შეიძლება იყვნენ თვითნასწავლებიც და სასწავლებელდამთავრებულნიც, რომელთაც ოფიციალური სერტიფიკატი აქვთ.

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top