18 ივნისს ბორჯღალოსანთა ბედი გაირკვევა
საქართველოში, 31 მაისს, რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. 2017 ჩემპიონატში ერთი სათამაშო დღე დარჩა. 18 ივნისს გაირკვევა მე-10 საიუბილეო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი, რომელიც ელიტას დატოვებს და საბოლოო რეიტინგი გახდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც 20-წლამდელთა 12 ელიტური ნაკრები დალაგდება.
https://www.youtube.com/watch?v=SgUQ-MXHCdw
ქართველმა უმცროსმა ბორჯღალოსნებს 2018 წლის შოტლანდიის ჩემპიონატში ადგილი გარანტირებული აქვთ, რადგან 13 ივნის არგენტინელი თანატოლები 26:25 სძლიეს. თუმცა ბორჯღალოსნებს წინ კიდევ კიდევ ერთი მატჩი დარჩათ. 18 ივნისს, 13 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე ირლანდიასთან მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ და გამარჯვების შემთხვევაში მანჩესტერში ნაჩვენებ შარშანდელ შედეგს (მე-10 ადგილი) გააუმჯობესებენ. .
მე-9 ადგილის ნახევარფინალში ირლანდიამ სამოას 52:26 სძლია. „ავჭალაზე“’ გამართულ შეხვედრაში 12 ლელო დაიდო, სადანაც 8 ირლანდიელების ანგარიშზეა. საქართველო ირლანდიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 13:00 საათზე დაუპირისპირდება. 18 ივნისს არამარტო უმცროსი ბორჯღალოსნების შეხვედრას ვნახავთ. ასევე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება გაიმართება სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთის, ახალია ზელანდია -ინგლისის, ხოლო ავჭალის სტადიონზე სამოა- არგენტინის, შოტლანდია – ავსტრალიის და უელსი იტალიის მატჩები.