მსოფლიო

გაიცანით მსოფლიო, სადაც ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია მოწყობილი!

 

ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანი საკუთარი ნებით ერთ საათსაც არ გაატარებს და მთელ ცხოვრებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თუმცა  ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულება ყველანაირ სადამსჯელო ზღვარს სცდება და  ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰგავს. ასეთ ციხეებში  შინაგანაწესი იმდენად სასტიკია, ხოლო ცხოვრების პირობები იმდენად მძიმე და არაადამიანური, რომ გარეთ მყოფს შოკში  აგდებს და აფიქრებინებს,- „ნუთუ ასეთი რაღაცეები დღემდე ხდება“? მაშ, ასე  წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე შემზარავ ციხეებს.

 

კესონ-სითი, ფილიპინები

კესონ-სითის ციხე 1953 წელს ააშენეს, რომელიც  800 მსჯავრდებულისთვის იყო გათვლილი. თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით მასში ერთდროულად მხოლოდ 237 ადამიანის მოთავსება შეიძლება. 2016 წელს ციხეში სასჯელს 3600 პატიმარი იხდის. ფილიპინებს საკმაოდ მდიდარი კრიმინალური ისტორია აქვს. ნარკოტიკებით და იარაღით მოვაჭრეები კი ამ სიის უპირობო ლიდერები არიან.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილიპინების პრეზიდენტი საპრეზიდენტო კამპანიის წარმოების დროს ამომრჩევლებს მოუწოდებდა თავად გაესამართლებინათ ნარკოტიკებით მოვაჭრეები და მოძალადეები. ამ უცნაურმა მოწოდებამ საბოლოო ჯამში ქუჩებში კიდევ უფრო მეტი ძალადობა გამოიწვია და ამ ეტაპისთვის კესონ-სითის ციხეში 4000-ზე მეტი პატიმარია, რომლებიც ადგილის არარსებობს გამო იძულებულები არიან ერთმანეთზე ეძინოთ, არ ჰყოფნით ჟანგბადი და ყოველ დღე რამდენიმე პატიმარი  სიცხისგან კვდება.

 

ედექსის ციხე – კოლორადო

ექსპერტების შეფასებით, კოლორადოს შტატში  არსებული ეს ციხე ამერიკის ყველაზე სასტიკ სასჯელაღსრულების დაწესებულებად ითვლება. რობერტ ჰუდი, ციხის მეთვალყურე 2002-2005 წლებში აცხადებს: „ეს ადგილი სიკვდილზე უარესია“. დაწესებულება 1994 წლიდან ფუნქციონირებს და თავდაპირველად ყველაზე სასტიკი დამნაშავეებისთვის იყო გათვლილი ,რომლებიც ციხიდან გაქცევით და  ბადრაგთან სასტიკი მოპყრობით იყვნენ ცნობილი. აქ მკვლელები პატარა (2მX3.5მ) საკანში მარტო სხედან და 23 საათის განმავლობაში ვერავის ხედავენ. სულ პატარა ფანჯრიდან კი ციხის კედლების მეტი არაფერი ჩანს. საკნები ისეა აშენებული, რომ ხმა გარეთ არ აღწევს, ხოლო საკვებს პატიმრებს საკნის ვიწრო კარიდან აწვდიან.

ცეცხლოვანი კუნძული – რუსეთი

ეს მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული ციხეა. აქედან გაქცევა შეუძლებელია მისი გეოგრაფიული განლაგებიდან გამომდინარე: ციხე, რომელიც განსაკუთრებით საშიში კრიმინალებისთვისაა შექმნილი, კუნძულზე მდებარეობს. მასში დაახლოებით 200 პატიმარია, რომლებიც დღე-ღამის 22.5 საათს სქელ კედლებში ატარებენ. მსჯავრდებულების უმრავლესობა გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილია, ვინაიდან ციხის მკაცრი წესებიდან გამომდინარე მნახველების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. მსჯავრდებულის მონახულება მხოლოდ ერთხელა არის შესაძლებელი მთელი პატიმრობის  მანძილზე. ამ პირობებში უმრავლესობა ჭკუიდან იშლება. იმის წარმოდგენაც კი რთულია იქედან გამოსული პატიმარმა რა შეიძლება მოიმოქმედოს.

 

მუხანგეს ციხე – რუანდა

ადრე ეს დაწესებულება ცნობილი იყო როგორც გიტარამას ციხე, რომელიც 1973 წელს გაიხსნა. თავდაპირველად ციხე გათვლილი იყო 400-დან 725 პატიმარზე. თუმცა 1994 წლის გენოციდის მერე ციხეში ერთდროულად 6800 ადამიანი მოხვდა. მუხანგეში პრაქტიკულად არაა არც დასადგომი და არც დასაწოლი ადგილი. არ არსებობს საპირფარეშოები. ფეკალიებთან მუდმივი კონტაქტის გამო პატიმრების უმრავლესობას ულპებათ თითები და განგრენა უვითარდებათ. თუმცა თითების დაკარგვა და კიდურების ამპუტაცია არაფერია სიცხისგან სიკვდილთან შედარებით. მთელ ციხეში მოდებულია დიზინტერია და პნევმონია.

 

ბანაკი 1391 – ისრაელი

ეს სასჯელაღსრულების დაწესებულება საიდუმლო სამხედრო ობიექტია. მას ვერცერთ რუკაზე ვერ აღმოაჩენთ. მსოფლიომ ამ ციხის არსებობის შესახებ 2003 წელს შეიტყო ერთ-ერთი ისტორიკოსისგან, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა. ისტორიკოსი ეძებნდა შენობას, რომელიც  20-ე საუკუნის 30-იან, 40-იან წლებში იყო აგებული. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი შენობა რუკაზე დატანილი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ციხე 20 წელზე მეტია ფუნქციონირებდას, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ყოფილი პატიმრები ციხის ბადრაგის სისასტიკეზე ჰყვებიან, რომლებიც  სასტიკად აწამებენ და აუპატიურებენ პატიმრებს. კამერებში იმდენად ბნელა, რომ პატიმრები საკუთარ ხელებსაც ვერ ხედავენ. მსჯავრდებულები ციხეში ტომარაჩამოფარებულები გადაჰყავთ, ხოლო მათ ოჯახის წევრებს ატყობინებენ, რომ ეს ადამიანები  სხვა ქვეყანაში გაემგზავრნენ.

 

კარანდირუს ციხე – ბრაზილია

ეს ციხე 2002 წელს დაკეტეს მასში არსებული სასტიკი მოპყრობის გამო. გაპატიურებისა და ნარკოტიკების ერთი ნემსით მიღების გამო მსჯავრდებულების 17% შიდსის ვირუსით იყვნენ დაავადებულები. 1992 წლის 2 ოქტომბერს პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს შეიარაღებულმა პოლიციამ ადგილზე მოკლა 111 ადამიანი. ციხის არსებობის ისტორიაში ბადრაგის მიერ 1300 პატიმარია მოკლული. ხოლო შიდსით გარდაცვლილი ბრალდებულების ზუსტი რაოდენობა, რომლებსაც არანაირ სამედიცინო დამხარებას არ უწევდნენ, დღემდე აღურიცხავია.

 

კომენტარის დატოვება