ადამიანები ცეცხლისთვის თავის დასაღწევად ფანჯრებიდან ხტებიან
14 ივნისს, ლონდონში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ხანძარი მრავალსართულიან შენობაში გაჩნდა და მთელ 24 სართულს მოედო. მის ჩასაქრობად 200-ზე მეტი მეხანძრე და 50-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციაც ჯერჯერობით ვერ ხმაურდება . ფაქტია, რომ ხალხი შველას ითხოვს და აღნიშნული ტერიტორტიიდან მოსახლეობის ევაკუაციაც მიმდინარეობს. უცხოური მედიის ინფორმაციით, მრავლად არიან დაშავებულებიც. სასოწაკვეთილი ადამიანები მრავალსართულიანი შენობის ფანჯრებიდან ხტებიან და ასე ცდილობენ ცეცხლისთვის თავის დაღწევას…