საზოგადოება

„კომედია უგმიროდ!..“ანუ როგორ აფასებს ცოტნე გამსახურდია რეპერების გათავისუფლებას

12 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჰიპ-ჰოპ ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების სასამართლო  დარბაზიდან გათავისუფლებას  საზოგადოების წარმომადგენლები ეხმაურებიან.  გიორგი არობელიძე, „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენელი:

_ ფაქტია, რომ საქმე გვქონდა სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობასთან სწორედ იმ პოლიციური აპარატის გამოყენებით, რომელიც მოქმედებს სახელმწიფოში. ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორ იყენებს პოლიცია არალიბერალურ  და ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას ზუსტად ასეთ შემთხვევებში. რეპერების ამბავი სხვა არაფერი იყო, თუ არა ამის დემონსტრირება, რასაც დიდი და ჯანსაღი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. პოლიტიკოსებს სხვა გზა აღარ დარჩათ  და  საბოლოოდ მიიღეს   გადაწყვეტილება, – ეს ადამიანები არიან გარეთ! ხელისუფლება ათასობით ადამიანის პროტესტმა აიძულა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ის თუ უკან არ დაიხევდა, შესაძლებელი იყო   პროტესტი კიდევ უფრო მძაფრ ფორმებში  გადაზრდილიყო და მეტადრადიკალური სახე მიეღო. მათ შეეშინდათ იმ საერთო სახალხო სოლიდარობის, რომელიც რუსთაველზე იხილეს. ამის შემდეგ დაიწყეს პოლიტიკოსებმა იმ განცხადებების გაკეთება, რაც გააკეთეს. ასე, რომ  ამ ორი ადამიანის დახსნა საზოგადოების დამსახურებაა. ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ  ბერამ იმ დროს გააკეთა კომენტარი, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე. ეჭვი მეპარება იმაში, რომ ბერას ვიღაცეების ნებართვის გარეშე გაეკეთებინა ეს…  იმ დღეს, როცა ეს ბიჭები დაიჭირეს, ჩვენ ვიხილეთ სასამართლოს სხვა სამარცხვინო გადაწყვეტილება, როდესაც   უდანაშაულოდ სცნეს პოლიციელი,   რომელმაც დემურ სტურუა  თვითმკვლელობამდე მიიყვანა. იქაც ნარკოპოლიტიკის არსებული ბერკეტებით სარგებლობდა ეს პოლიციელი და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ჩვენ აღარ გვყავს ჩვენი თანამოქალაქე.  სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიუთითებს  მხოლოდ იმას, რომ  არსებული სისტემა არ წირავს თავის მსახურებს და  ჩვენთან სასამართლო არ არის თავისუფალი,  ის ემსახურება საერთო პოლიტიკის ინტერესს. თუ დაიჭირე, გაასამართლე კიდეც,  მაგრამ ბიჭები გაამართლეს, რაც ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ნარკოტიკი მართლაც ჩადებულია.

ცოტნე გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი:

_ რა გითხრათ იმაზე მეტი, რასაც ვწერ?! ეს ხომ ქვეყანაა არაა! ერთი რეპერი ბავშვის ნათქვამმა გადააბრუნა სამი სახელმწიფო უწყება. კომენტარი ზედმეტია.  კომედიაა ეს ყველაფერი,  ოღონდ  გმირის გარეშე.  ასეთ სისულელეებზე არც მინდა კომენტარის გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ  სააპელაციო სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილის შემდეგ,  დარბაზიდან ჯგუფის მეორე წევრი გიორგი ქებურიაც გაათავისუფლა.  ამ უკანასკნელს  აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და 20 ათას ლარის გადახდა დაეკისრა. პატიმრობა გირაოთი  ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, მიხეილ მგალობლიშვილს შეეცვალა, რომელიც 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდანვე  გათავისუფლდა.

 

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top