სპორტი

საქართველოს საფეხბურთო კლუბების საპრიზო და პრემიალური ფონდის ბიუჯეტი განისაზღვრა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციამ კლუბების საპრიზო და პრემიალური ფონდის ბიუჯეტი განსაზღვრა.  ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის გუნდების წევრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართელოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი შეხვდნენვ და მათ პირველი  ივნისის მთავრობის  დადგენილებით, საქართველოს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებები გააცნეს.
კლუბების საპრიზო და პრემიალური ფონდი წელს 6 მილიონ 752 ათას 844 ლარით განისაზღვრა. ასევე, საფეხბურთო ღონისძებების და საფეხბურთო განათლების ხელშეწყობისთვის ორი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ფეხბურთის დაფინანსების წლიური ჯამი გასული წლის ანალოგიურია, თუმცა  თანხებს გადანაწილების პროპორციულობა შეიცვლება. დამატებით  100 მილიონი ლარი ინფარასტრუქტურული პროექტიებისთვის განახლებული პროგრამა გამოიყოფა, რაც  მიზნად  10 ახალი მოედნის მოწყობას ისახავს.

კომენტარის დატოვება