პოლიტიკა

იანოშ ჰერმანი: საჭიროა ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოვება“

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ისაუბრა. ელჩის განცხადებით საკმარისია არა მხოლოდ ახალი კანონმდებლობის მიღება, არამედ საჭიროა მათი   განხორციელებაც.

„საქართველოს ამოცანა აქვს,   დაასრულოს სამართლებრივი დაახლოვება ევროკავშირთან, აღნიშნული მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას 2020 წლისთვის. ეს ეხება იმ სფეროებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. საქართველომ ამ მხრივ უკვე ბევრი გააკეთა. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა დარჩენილი პერიოდისთვის. 2020 წელი არც თუ ისე შორსაა. ევროკავშირი განაგრძობს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩემი აზრით, სამართლებრივი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულების მთავარი ასპექტია… უნდა აღვნიშნო, რომ მთავარია არაუბრალოდ ახალი კანონების მიღება, არამედ მათი განხორციელება. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებიბის ფუნდამენტური პრინციპებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების   საძირკველში დევს“.  –  დასძინა იანოშ   ჰერმანმა.

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top