მთავარი

როკფელერების ფონდი ნარმანიას მრჩეველს ხელფასს მილიონი დოლარს უნიშნავს

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადებით დავიწყებთ.
„როკფელერის ფონდი” დედაქალაქის მერიას 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, რისთვისაც 1 მილიონ დოლარს გამოყოფს“ – ეს განცხადება პირადად თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.
მერის განმარტებით, გამოყოფილი თანხა – ერთი მილიონი დოლარი იმ უცხოელ ექსპერტს დააფინანსებს, რომელიც მუდმივად თბილისში იქნება. ანუ ერთი „ლიმონი“ (უკაცრავად სლენგისთვის) დაენიშნება დავით ნარმანიას მრჩეველს როკფელერის ოჯახისგან ხელფასის სახით.
იკითხავთ ალბათ, სად დავით ნარმანია და სად ჯონ დ. როკფელერ III, (აწ გარდაცვლილი) მაგრამ, მოდით ისევ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრეს-რელიზი ჩავიკითხოთ ბოლომდე.
„პოსტსაბჭოთა სივრცეში, თბილისი პირველი ქალაქი, რომელიც „100 მედეგი ქალაქის“ ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქალაქებს ეხმარება უფრო მედეგი სხვადასხვა გამოწვევები წინაშე, როგორიც არის სტიქია და შოკები, რომელიც პერიოდულად არსებობს.
“100 მდგრადი ქალაქი” ითვალისწინებს ქალაქების მდგრადობას სტიქიებთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის, თვალსაზრისით, მათ შორისაა, უმუშევრობის მაღალი დონე, არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა, ენდემური ძალადობა და ა.შ.
ქალაქებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ საერთო საქალაქო მდგრადობის სტრატეგია, გამოხატონ მზადყოფნა სტიქიური უბედურების და სოციალური პრობლემების გადაჭრის ახლებური გზების გამონახვაზე. მათ შორის, დანიშნონ მდგრადობის საქმეთა კოორდინატორი. ითანამშრომლონ „100 მდგრადი ქალაქის“ წევრებთან და მათ პარტნიორებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება მდგრადობის გაუმჯობესებისა და სტრატეგიის დანერგვისათვის.
როკფელერის ფონდი „100 მდგრადი ქალაქი“-ს კონკურსში გამარჯვებულებს სთავაზობს: გრანტს მდგრადობის კოორდინატორის თანამდებობის შექმნისა და დაქირავებისთვის, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებას;
თბილისთან ერთად „100 მდგრადი ქალაქის“ წევრები არიან : ნიუ-იორკი, ლოს ანჯელესი, ჩიკაგო, ლონდონი, მილანი, ბარსელონა, პარიზი, რიო დე ჟანეირო და სხვა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯერ ერთი, როდის იყო როკფელერის ფონდი კონკურსებს ატარებდეს. მეორე, ვინმეს გაუგია რამე ამ კონკურსის შესახებ? სადმე გაუვრცელებია მერიას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხსენებულ კონკურსში იღებს მონაწილეობას?
როკფელერის ორგანიზაცია ნიუ-იორკში მდებარეობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა გენ-მოდიფიცირებულ კულტურების კვლევებზე, რომელიც შემდგომში საკვებ მრეწველობაში იქნა გამოყენებული. დასაწყისშივე დავძენთ, რომ ფონდის ძირითადი ყურადღება მიმართულია განვითარებად ქვეყნებზე.
ფონდის საქმიანობის შესახებ „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე გვესაუბრება:
– 1972 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა როკფელერების ფონდის მართველთა ჯგუფის წევრი – ჯონ დ. როკფელერ III დანიშნა საპრეზიდენტო კომისიის თავმჯდომარედ „მოსახლოების განსახლებისა და ამერიკის მომავლის“ საკითხებში. ზუსტად ჯონ დ. როკფელერ მესამემ 1952 წელს დაარსა საბჭო ხალხთა განსახლების შესახებ და ღიად მოუწოდა „მოსახლეობის ნულოვანი ზრდისაკენ“. ეს მისი ტერმინია. სწორედ როკფელერის კომისიამ განსახლებისა და ამერიკის მომავლის შესახებ საფუძველი ჩაუყარა ჰენრი კისინჯერის ნაციონალური უსაფრთხოების მემორანდუმს – NSSM 200-ს 1974 წლის აპრილში, სადავ მოსახლეობის ზრდა სტრატეგიულ, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ განვითარებად ქვეყნებში განიხილებოდა ნაციონალური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხად. კისინჯერის კაბინეტის წევრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ერლ ბატცი, ასახავდა რა კისისჯერის პოლიტიკას, აცხადებდა, რომ: „მშიერი ადამიანები უსმენენ ხოლოდ მათ, ვისაც აქვს პური. საკვები – ეს არის იარაღი. ეს გახლავთ ინსტრუმენტი აშშ-ს მოლაპარაკებათა არსენალში“. კისინჯერის მემორანდუმს NSSM 200-ს გრიფით „საიდუმლო“ 1980-იან წლებში მოეხსნა. დავძენთ, რომ კისინჯერი სიცოცხლის ბოლომდე სარგებლობდა როკფელერების ოჯახის ფინანსური მხარდაჭერით.
– დღესაც გრძელდება მემორანდუმის მოქმედება?
– 1975 წელს კისინჯერის შემცვლელად ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე ბრენტ სკოუკროფტი დაინიშნა, რომელიც მოგვიანებით კისინჯერის ბიზნეს-პარტნიორი გახდა. მას ეკუთვნის სიტყვები, რომ: „აშშ-ს ლიდერობა აუცილებელია მოსახლეობის ზრდასთან საბრძოლველად, რათა განხორციელდეს პროგრამა მსოფლიოს ერების რიცხვნების რეგულირების შესახებ“.
– და ეს ყველაფერი ღიად ცხადდებოდა?
– კისინჯერის ეს დოკუმენტი NSSM 200, მონიშნული როგორც „საიდუმლო“, და უცნობი 1989 წლამდე. სხვათაშორის, ამ დოკუმენტში წერია: „მსოფლიოს მოთხოვნილება სამრეწველო პროდუქტებზე წელიწადში 2,5%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც ნიადაგის მთელი რესურსი უკვე ათვისებულია. ასე რომ, დამატებითი საკვები შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ მრეწველობის გაზრდისა და უფრო დიდი რაოდენობის მოსავლის აღების შემდეგ“. სწორედ ამ მემორანდუმის შემდეგ, ვაშინგტონმა იზრუნა იმაზე, რომ მსოფლიო ბანკს და ეუთოს მიეღო მოსახლეობის რიცხოვნების რეგულირების პროგრამა, როგორც ოფიციალური პოლიტიკა. 1970-იანი წლებიდან დაწყებული მსოფლიო ბანკის ყველა პროგრამა მიბმული იყო განვითარებად ქვეყნებზე იმ კუთხით, რომ მომხდარიყო კონტროლი მოსახლეობის რიცხოვნების ზრდაზე.
– რა ბედი ეწია მემორანდუმს შემდგომ?
– ბუშის პრეზიდენტობის დროს, მემორანდუმის წინააღმდეგ უკვე ღიად გაილაშქრეს გავლენიანმა კათოლიკურმა ჯგუფებმა. მათი სლოგანი იყო „უფლება სიცოცხლეზე“ და ბუში იძულებული იყო დაეთმო მათთვის.
– თუ გაქვთ ინფორმაცია, საქართველოში რა ხდება ამ კუთხით?
– ყოველევე ეს იმიტომ ჩამოგითვალეთ, რომ აქამდე ღიად როკფელერების ფონდი საქართველოში არასოდეს შემოსულა. ძალიან სკანდალური შლეიფი მოყვება. ეს მერიის პროექტი, რა არის, ვერ გავიგე?! ნარმანიაზე აკეთებენ ცდებს?
რას ამბობს მერია ყოველივე ამის შესახებ?!
ნინი მთვარაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:
– აბსოლუტურად გაურკვეველია საზოგადოებისთვის კონკრეტულად რას აფინანსებს მერიაში როკფელერის ფონდი. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი დააფინანსებს მრჩეველს მედეგობის საკითხებში?
– ჩვენ მოვხვდით მსოფლიოს 100 ქალაქს შორის. მათ შორის არის ბარსელონა, პარიზი, ბრისტოლი, ნიუ-იორკი და ა.შ.
– მოვხვდით რას ნიშნავს, კონკურსში გავიმარჯვეთ? ანუ შეიძლება ვერ მოვხვედრილიყავით?
– ეს ნიშნავს, რომ პროგრამაში ჩაგვსვეს.
– რა პროგრამაში?
– მედეგობის საკითხებში ანუ სტრესებთან და შოკებთან მდგრადობას. მათ შორის სტიქიებთან, ენდემური ძალადობა, სოციალური საკითხები სხვადასხვა სახის.
– სოციალური საკითხები?
– მაგალითად, უმუშევრობა. ჯერ უნდა შეიქმნას პოზიცია მედეგების საკითხების მართველი, რომელიც დაწერს ქალაქის მედეგობის სტრატეგიას, სადაც იქნება გაწერილი ქალაქში მოქმედ სტრესებთან და შოკებთან დაკავშირებული ბრძოლის გზები.
– რატომ გადაწყვიტა როკფელერის ფონდმა მაინცა და მაინც ახლა შემოსულიყო საქართველოში?
– როკფელერის ფონდმა რატომ გადაწყვიტა ვერ გეტყვით. შეგიძლიათ შეხვიდეთ მან ინტერნეტ გვერდზე და იქ ნახოთ.
– იქ რას ვნახავ, თბილისში რატომ შემოვდივართო?
– იქ ნახავთ ყველაფერს.
– რატომ შემოდის ფონდი ახლა, როდესაც ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა შეუზღუდა როკფელერებს აქტივები და ჟარგონზე რომ ვთქვათ, „დაახვევინა“ შტატებიდან?
– ვერ გეტყვით ასეთ დეტალებს ნამდვილად.

ასე და ამრიგად, ჯერ სტრატეგია უნდა შემუშავდეს თბილისის მედეგობის საკითხებთან დაკავშირებით და შემდეგ გამოიკვეთება მეტ-ნაკლებად ნათელი სურათი. 1 „ლიმონი“ ერთი უცხოელი ექსპერტის დასაფინანსებლად ნარმანიას მრჩევლის თანამდებობაზე. ამ მილიონად რა გმირობა უნდა ჩაიდინოს მრჩეველმა სტარტეგიული გეგმის შემუშავების გარდა – მეგრული ისწავლოს?!

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top