სოციალური ქსელი

ეს ეკონომიკის სამინისტროს აფიორაა თუ თანამდებობის ბოროტად გამოყენება ?!

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი  ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში  სკანდალურ  სტატუსს აქვეყნებს.

,,უნდა მოგიყვეთ ეკონომიკის სამინისტროს ერთი აფიორის, რომელსაც ისინი ხუთი თვის განმავლობაში ახორციელებდნენ  და იმ ამაზრზენი პრაქტიკის შესახებ,  თუ როგორ არჩევენ ისინი კადრებს. იანვარში ჯობს.გე  პორტალზე დაიდო ინფორმაცია, რომ  „ანაკლიის განვითარების კომპანია“ აცხადებდა ვაკანსიებს, მათ შორის დირექტორის თანამდებობაზე. ეს ვაკანსია იყო სპეციალურად ისე შეფუთული, რომ კონკურსში მონაწილეებს კერძო კომპანიის განცხადება ჰგონებოდათ. დაახლოებით  70 კაცი  (მეც მივიღე მონაწილეობა, იმიტომ რომ მეგონა მამუკა ხაზარაძის კომპანია აცხადებდა კონკურსს) ატარეს ეკონომიკის სამინისტროს ჩინოვნიკებმა ჯერ IQ  ტესტირებაზე,  შემდეგ შვიდსაათიან  წერით  გამოცდაზე და ბოლოს გასაუბრებებზე. კონკურსის  ყველა  ეტაპზე მონაწილეებს  ეგონათ, რომ ისინი კერძო კომპანიის კონკურსში მონაწილეობდნენ. მოგვიანებით აღმოჩმდა, რომ ასე ფარულად იმიტომ გამოაცხადეს ახლადშექმნილი სსიპ-ის კონკურსი, რომ იმედი არ ჰქონდათ, რომ „ნორმალური“ ხალხი  მონაწილეობის მისაღებად მივიდოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ნეპოტიზმით ხდება ძირითადად თანამდებობებზე მიღება მთავორბაში. კონკურსი ისე დამთავრდა, რომ დირექტორი არ შეურჩევიათ კონკურსის შედეგების მიხედვით. მათ უბრალოდ აიღეს და კონკურსგარეშე თავიანთი კადრი დასვეს ამ სსიპ-ის დირექტორად. ახალი სსიპ-ი კი იმიტომ შექმნეს რომ ხაზარაძის კონსორციუმი აკონტროლონ.

ამჟამად მიმდინარეობს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის შერჩევა ეკონომიკის სამინისტროს მიერ. დაატარებენ კონკურსანტებს გასაუბებებზე და ატყუებენ ამათ ყველას. სინადმვილეში კი დირეტქორი უკვე შერჩეული ჰყავთ. მე სისხლის სამართლის კოდექსში ვერ ვერკვევი, მაგრამ მოვუწოდენ სამართალდამცავებს შეისწავლონს ეს ქეისები. რა არის ეს აფიორა, თაღლითობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება თუ რა?“- წერს  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი  ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnikoloz.mchedlishvili%2Fposts%2F10158712980660654&width=500″ width=”500″ height=”308″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowTransparency=”true”></iframe>

კომენტარის დატოვება