აფეთქება ქაბულის ცენტრში
31 მაისს, ოთხშაბათს დილით, ქაბულის ცენტრში გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რის შედეგადაც სულ მცირე 80 ადამიანი გარდაიცვალა, 300-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მოქმედების ადგილთან დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა აჩვენა აფეთქების ადგილზე შავი დიდი კვამლი და სასწარაფო დახმარების მანქანები. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბი გერმანიის საელჩოს მახლობლად მდგომ მანქანაში ამოქმედდა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების საელჩოები და ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეა განლაგებული.
ამდროისთვის მომხდარის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა კი არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.