კატეგორიის გარეშე

შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გამოძიება დაიწყო

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით  განცხადებას  შინაგან საქმეთა სამინისტრო  ავრცელებს.
„აზერბაიჯანელი  ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top