რუსეთის პატრიარქმა კირილმა ერთსქესიანთა ქორწინება ნაცისტურ ქმედებებს შეადარა
რუსეთის პატრირქმა კირილმა, ერთ-ერთი ქადაგების დროს ერთსქესიანთა ქორწინება შეაფასა, მისი განცხადებით, ერთსქესიანთა ქორწინება ხალხში ისეთივე ზიზღს და აგრესიას იწვევს, როგორც ფაშისტური გერმანიის კანონები იწვევდა.
პატრიარქი თვლის, რომ წესები, რომელიც ზნეობას ეწინააღმდეგება, არ შეიძლება სავალდებულოდ მივიჩნიოთ.
„თუ კანონი არ არის კავშირში ზნეობასთან, ის აღარ არის ადამიანისთვის სავა;დებულო და აუცილებელი,“ – განაცხადა პატრიარქმა ბიშკეკის უნივერსიტეტში შეხვედრაზე.
როგორც მან აღნიშნა, ხალხი ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინების შემოღებას, სწორედ იმ ზნეობრივი მიზეზების გამო, რის გამოც ხალხი ფაშისტური გერმანიის კანონებს არ ემორჩილებოდა.
„ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს ცდუნება, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშეა, უნდა დაიძლიოს, რადგან თუ კაცობრიობამ გაწყვიტა კავშირი თავისუფლებასა და ზნეობას შორის, მაშინ კაცობრიობა არასიცოცხლისუნარიანი გახდება.“ – განაცხადა პატრიარქმა კირილმა
შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე 20 ქვეყანაში მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი. პირველი ასეთი ქვეყანა კი ჰოლანდია იყო. ჰოლანდიაში 2011 წლის 1 აპრილიდან დასაშვები გახდა ერთსქესიანთა ქორწინება.