HotNews

სასტიკ მკვლელობასა და კანიბალიზმში ბრალდებულს ჰგონია, რომ ღმერთი დაიცავს

23 მაისს,   თბილისის საქალაქო სასამართლოში 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მკვლელობისთვის ბრალდებულმა ბექა შენგელიამ საკუთარ ადვოკატს ლალი ბიწაშვილს განუცხადა:  „მე ადვოკატი არ მჭირდება, მე შემდეგ პროცესზე ღმერთს  მოვიყვან, რომელიც მე  დამიცავს.“

როგორც ბექა შენგელიას ყოფილმა ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულმა მისი აცილება მოითხოვა.

„ჩვენება უნდა მიეცა ბექა შენგელიას, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით, დღეს ის საკმაოდ არაადეკვატური იყო, მან ილაპარაკა ღმერთზე, ასევე იმაზე, რომ ადვოკატი არ სჭირდება და  შემდეგ პროცესზე ღმერთს მოიყვანს, რომელიც მას დაიცავს. მე მადლობა გადამიხადა, რაც ვიშრომე და მითხრა, რომ მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ადვოკატი არ სჭირდება. ისიც კი თქვა, რომ  ეს მას პლანეტებმა უკარნახეს. მას დღეს ჩვენება არ მიუცია, საოცრად ურთიერთგამომრიცხავი ფრაზებით ისაუბრა. თქვა, რომ თან მოკლა, თან არ მოკლა, ასევე, განაცხადა, რომ კიდეც  ეთანხმება პირველ ჩვენებას, კიდეც  არ ეთანხმება”, – განაცხადა  ბრალდებულის ყოფილმა ადვოკატმა,  ლალი ბიწაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბრალდებულის მიერ ჩვენების შეცვლა განპირობებულია იმით, რომ საქმეში კიდევ ერთი არასრულწლოვან ბრალდებულს უკვე მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ბექა შენგელია არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც აზრს დღეში რამდენჯერმე იცვლის, აქედან გამომდინარე, რა ჩვენებას მისცემს, სანამ პროცესი არ დასრულდება, საუბარი ძნელია… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არაერთხელ მითხრა, რომ მან დაიბრალა ის ქმედება, რაც არ განუხორციელებია, რათა გადაერჩინა  ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც უკვე მიუსაჯეს.“ – განაცხადა ლალი ბიწაშვილმა.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

პოპულარული

To Top