ჩინეთმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჯაშუშური ქსელი გაანადგურა, დაიკარგა უამრავი ინფორმატორი. New York Times – ის ერთ – ერთ ნომერში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 18-დან 20 ინფორმატორამდე დააკავეს, რამდენიმე მათგანი კი მოკლეს კიდეც. როგორც ამბობენ, ინფორმატორები ხელს უშლიდნენ ქვეყანაში სადაზვერვო საქმიანობას.
ჟურნალისტებს ამის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხმა ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. მათი თქმით ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ ჩავარდნად მიიჩნევა.
ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ამბობენ, რომ ჩინეთის სამმართველო აპარატიდან ინფორმაცია 2010 წლიდან აღარ მოდიოდა. აგენტები კი 2011 წლიდან იკარგებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფო შენობის ეზოში კოლეგების თვალწინ დაცხრილეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ჩინელებმა შეძლეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჯაშუშების საკომუნიკაციო ქცელის გატეხვა. შესაძლოა, რომ ქსელი ჩინეთის მხარის მიერ შეგზავნილი ჯაშუშის საშუალებით გატეხეს.
გამოძიება დაიწყო და სპეცოპერაციას, რომლის სახელიც Honey Badger-ია, ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.
გამოძიების კვალი კი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომლამდე მიდის, თუმცა ამ პიროვნების წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. როგორც ამბობენ, ამჟამად ეს პიროვნება აზიის ერთ-ერთ სახელმწიფოში ცხოვრობს.
”ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზუსტად არ ვიცით რა მოხდა“, – განაცხადა მეთ აპუცომ, New York Times -ის სტატიის ავტორმა რომელიც ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტს ესაუბრა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
You must be logged in to post a comment Login
Leave a Reply
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.