მსოფლიო

ბასრას ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ერაყში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. ქვეყნის ჩრდილოეთით, ბასრას პროვინციაში ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ბოლო ინფორმაციით 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ორი ერაყელი ჯარისკაცი. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, ტერაქტის დროს 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შიიტი მუსლიმებით დასახლებული, ნავთობით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარე, ბასრას პროვინცია, დაეშის, იგივე თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

ბასრას აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაეშის მიერ განხორციელებულ ტერაქტს ბაღდადში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top