Warning: Use of undefined constant HTTP_USER_AGENT - assumed 'HTTP_USER_AGENT' (this will throw an Error in a future version of PHP) in /home/europress/public_html/zwp-h0e6c on line 2
რა ართულებს პეკინის სარეაბილიტაციო სამუშაოებს? – EUROPRESS.GE
დედაქალაქი

რა ართულებს პეკინის სარეაბილიტაციო სამუშაოებს?

 

30 ივნისს,  პეკინის ქუჩაზე სამუშაოების წარმოებისას წყალსადენის მაგისტრალური ქსელი დაზიანდა და მიმდებარე 3 მაღაზიის სარდაფებიც დაიტბორა.

europress.ge მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელლ ლაშა ჩხიკვიშვილს დაუკავშირდა:

_„პეკინის“ რეაბილიტაციას  ვიდრე დავიწყებდით, ვთქვით, რომ პრობლემები აუცილებლად  შეიქმნებოდა.  60 წელიწადია აქ რეაბილიტაცია არავის ჩაუტარებია  და მიწისქვეშ არაერთი უკანონო კომუნალური მიერთებაა, როგორც  წყლის მილსადენებთან ასევე, გაზის მილებთან. ამიტომაც ამ კომპანიების წარმომადგენლები მუდმივად ესწრებიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მზადყოფნაში არიან, რათა ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნისას ოპერატიულად იმოქმედონ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, წყალი დროულად გადაიკეტა.  ყველაფერი უცბად გაკეთდა, რადგან მოსალოდნელ საფრთხესთან მიმართებაში  მზადყოფნაში ვიყავით.

_ საფრთხეებისთვის  მზადყოფნას რას ეძახით,  იყვნენ თუ არა მის შესახებ გაფრთხილებული იმ მაღაზიის მფლობელები, რომელთა სარდაფებიც დაიტბორა?

_ ბუნებრივია, გაფრთხილებული იყვნენ.

_ მათ ზარალი როდის აუნაზღაურდებათ?

_ ამ საკითხებზე მიდის მსჯელობა და მოგვიანებით შეგატყობინებთ.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top