ეკონომიკა

ქართველი მეცნიერის ინოვაციური გამოგონება – საქართველოს რკინიგზისთვის ოქროს გასაღებია!

საქართველოს  რკინიგზა ქართველი მეცნიერის და  გამომგონებლის, თემურ მაისურაძის ინოვაციური გამოგონების   რეალიზებას გეგმავს. გამოგონება რკინიგზის  ახალი ისრული გადამყვანების წარმოებას ეხება,  რომელიც   4 – ჯერ უფრო  მეტი რესურსის მატარებელია და ნაკლებად ცვდება იმასთან შედარებით, რაც ამჟამად   მსოფლიოში გამოიყენება. ქართველი მეცნიერის ამ გამოგონებით სანქტპეტერბურგის სარკინიგზო მაგისტრალის უნივერსიტეტიც დაინტერესდა და საქართველოს  რკინიგზასთან თანამშრომლობის შემდეგ  ახალი ისრული გადამყვანის დამზადებაზე მუშაობა დაიწყო.

 

„ახალი ისრული გადამყვანის გამოცდა პოლიგონზე მოხდება და შემდეგ ეტაპზე  ამ პროდუქტის სერიოზული წარმოება დაიწყება. მას ბევრი უპირატესობა აქვს უკვე არსებულ ისრულ გადამყვანთან, რომელიც ერთი მილიონი ტონა ტვირთის გატარების შემდეგ ცვდება. ახალი ისრული გადამყვანი  მხოლოდ 4 მლნ. ტონა ტვირთის გატარების შემდეგ გაცვდება. ასე რომ, ახალი ისრული გადამყვანი საქართველოს რკინიგზისთვის ნამდვილად ოქროს გასაღებია. უკვე ცნობილია, რომ   ერთის მხრივ,   ამ პროექტის განხორციელებაში – საქართველოს რკინიგზა, მეორეს მხრივ კი სანქტპეტერბურგის სარკინიგზო მაგისტრალის უნივერსიტეტი მონაწილეობს. ასე, რომ ვფიქრობ, აღნიშნული პროექტის განხორციელებას  წინ ვერაფერი დაუდგება.“ –აცხადებს ქართველი მეცნიერი და გამომგონებელი თემურ მაისურაძე.

1 Comment

1 Comment

  1. გურამ სართანია

    ივნისი 27, 2017 at 12:02 pm

    EuroPres-ის საყურადღებოდ : ბატონ თემურ მაისურაძის გამოგონება სრულიად ახალ იმპულს შეძენს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას რაც ერთხმად აღიარეს ამ სფეროში მოღვაწე ცნობილმა მეცნიერებმა , სანკტ-პეტერბურგის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლებმაც სრული თანადგომა გამოთქვეს გამოგონების სერტიფიცირებისა და და პრაქტიკულად დანერგვის საქმეში. რის მოწმეც პირადად გახლდით ,მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ,რომ არა საქართველოს რკინიგზის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის სრული თანადგომა , დადებითი პროცესები რომელიც ვითარდება ამ გამოგონების ირგვლივ არ განხორციელდებოდა.თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ,,საქართველოს რკინიგზას; მართავენ ადამიანები რომლებსაც თანამედროვე ხედვა აქვთ და მზად არიან რკინიგზაზე ინოვაციების დანერგვისათვის რაც გარდაუვალი პროცესია დარგის განსავითარებლად

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top