გართობა

სოფი ლორენის მკერდის მიმზიდველობის საიდუმლო და მონიკა ბელუჩის სექსუალურობის ფორმულა

სოფი ლორენი არცერთ დიეტას  არ თვლის საკმარისად და სილამაზისა და ფორმის შენარჩუნების აუცილებელ პირობად  დილის ვარჯიშს მიიჩნევს, ხოლო საღამოს – სუფთა ჰაერზე სეირნობას. სოფი არ ეწევა, სვამს ახლადდაყენებულ წვენებს და შეექცევა ახლადმომზადებულ სადილს. მის ყოველდღიურ რაციონში შედის იოგურტი და ორ დღეში ერთხელ _ ანანასი, ყოველდღიურად კი იღებს ცივ შხაპს, რომელიც მკერდის ფორმის შენარჩუნებას ემსახურება, ხოლო 11 საათზე დაძინება მისი კანის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს.

 

 ახლა კი გთავაზობთ,  სოფი ლორენის ნაცად სამდღიან დიეტას

 

დღე პირველი

საუზმე _ 150გრ. ფორთოხლის წვენი და მოხარშული კვერცხი;

ლანჩი _ ბოსტნეულის სალათი, 100 მოხარშული ინდაურის (ან ქათმის) ხორცი და ყველი;

სადილი _ 130 გრამი მაკარონი კრევეტებით (ზეითუნის ზეთში მომზადებული) და ისპანახის სალათი.

დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ ატამი.

დღე მეორე

საუზმე _ მიუსლი უცხიმო რძით:

ლანჩი _ ბოსტნეულის სალათი და ყველი:

სადილი _ 130გრ. მაკარონი ქათმის ფილეთი და მწვანე ბოსტნეულის სალათი:

დესერტად – მსხალი.

დღე მესამე

საუზმე _ ტოსტის პური დაბალცხიმიანი ყველით:

ლანჩი _ 120გრ. ნებისმიერი სალათი და ერთი ნაჭერი მოხარშული ქათმის ხორცი:

სადილი _ 150გრ. ლაზანია დაბალკალორიული ყველით და მწვანე სალათით:

დესერტად – ვაშლი.

 

მონიკა ბელუჩის სექსუალურობის ფორმულა

 

მამაკაცების რისხვა მონიკა ბელუჩი არც ისეთი ნაზი და ჰაეროვანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ვარსკვლავი დაკავებულია როგორც იოგით, ასევე – კიკბოქსინგით.  დივების უმრავლესობის დარად, მასაც სჯერა, რომ წონა საკვების პორციებით უნდა აკონტროლო. ვარსკვლავი მიირთმევს ყველანაირ საკვებს, რაც სურს, ოღონდ – ზომიერად. ჰოლივუდის სხვა სექსუალური ვარსკვლავების დარად, მონიკასაც უყვარს ბევრი წყლის სმა, რაც სხეულის ფორმების შენარჩუნებაში უწყობს ხელს. მონიკა ბელუჩის დევიზია – არა, შიმშილობას! მას არ სჯერა კარგი სხეულის გამო შიმშილობის და ბედნიერია, როცა როლისთვის  წონაში მომატება სჭირდება _    მას ხომ ბევრი ჭამა უწევს. მონიკას ყოველდღიურ რაციონში შედის ხორცი, თევზი და ახალთახალი ბოსტნეულის სალათი. მსახიობის სისუსტეა შოკოლადი და მაკარონი, თუმცა  ორივეს  ზომიერად მიირთმევს. მონიკა ბელუჩი მუდმივად მიყვება დაბალანსებულ დიეტას, მსახიობი  დღეში 5-ჯერ იკვებება, თუმცა  მცირე დოზებით, რათა წონაში   დაიკლოსდა ჩადგეს ფორმაში. გარდა ამისა, ის კვირაში ოთხჯერ,  დღეში 45 წუთს ცურავს.

 

 

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top