კატეგორიის გარეშე

„გავაბითურეთ ქვეყანა… ანუ როცა ღალატი ბოზობაზე მეტია“

„თქვენს წინაშეა ამერიკის შეერთებული შტატების ოთხ ვარსკვლავიანი გენერალი დევიდ პეტრეუსი. David Howell Petraeus”  ზედმეტ სახელად  King David  (მეფე დავითი) საკუთარი ქვეყნის თავდადებული პატრიოტი და სამხედრო საქმის უბადლო მცოდნე, ნამდვილი პროფესიონალი. 1985 წელს გახდა მაგისტრი სახელმწიფოს მართვის სფეროში, 1987 წელს გახდა ფილოსოფიის დოქტორი. მისი სამხედრო დამსახურებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. 2003 წელს ამერიკელების ერაყში შეჭრის დროს, ხელმძღვანელობდა 101 საჰაერო სადესანტო დივიზიას, 2007 წლის 10 თებერვლიდან 2008 წლის 16 თებერვლამდე ხელმძღვანელობდა მრავალეროვნულ „კოალიციურ ჯარებს” ერაყში. ქართველების მიმართ განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მას ეკუთვნის ფრაზა: „ქართველ ჯარისკაცებში არის ის, რაღაც განსხვავებული მუხტი, რაც სხვა არცერთი ქვეყნის ჯარისკაცებში არაა..”

ერაყის მისიის შემდეგ, მსახურობდა ავღანეთის მისიაში ცენტრალურ შტაბში. შემდეგ იყო ცენტალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორი. აქ დასრულდა მისი სამხედრო კარიერა, ვინაიდან ოჯახის გარეთ ფარულ რომანში ამხილეს. ამერიკული სამხედრო წესდებით, სამხედრო პირი, რომელიც ოჯახს უღალატებს, ე.ი.ჩადის დანაშაულს, უნდა წარსდგეს ტრიბუნალის წინაშე, რადგან ოჯახის მოღალატე ადამიანი სამშობლოსაც უღალატებს. ასეთია კანონმდებლის ლოგიკა. სასამართლომ გაითვალისწინა პეტრეუსის დამსახურება სამშობლოს მიმართ და ბრალის აღიარების სანაცვლოდ, 40 000 დოლარიანი ჯარიმა და ორ წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ისიც, გულწრფელი აღიარების და თავის დამნაშავედ ცნობის შემდეგ…

მაშ ასე, ერთმა, არ აქვს მნიშვნელობა, როგორმა ქალმა, ლეგენდარული გენერლის 37 წლიანი აღმავალი სამხედრო კარიერა სამუდამოდ დაასამარა.

არადა,  მაშინ როცა  ჩვენი  ქვეყანა  პორნო სკანდალებმა მოიცვა, საზოგადოების დიდი ნაწილი მსხვერპლის გამოსარჩლებით იყო დაკავებული და   თითქმის  არავის უხსნებია, რომ „ღალატი ბოზობაზე მეტია“.

აბა, დავუკვირდეთ თავად  ამერიკულ წესებს, კანონებს, დამოკიდებულებას ოჯახის და ქვეყნის მიმართ. შემდეგ კი ჩვენი ტრადიციული კავკასიური ქვეყნის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. პასუხი ერთია: „გავაბითურეთ ქვეყანა, მართლაც სამოთხის სადარი, სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის…“ – ამ განცხადებას თავის გვერდზე სამხედრო მოხელე ერმილე ნემსაძე აქვეყნებს.

წყარო: mediacity.ge

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top