საზოგადოება

ცნობილმა ადვოკატმა ცოლის საყვარელი გააუპატიურა

ის, რაც ერთი თვის წინ მაჰაჩყალაში მოხდა, ცოტა ძნელი დასაჯერებელია. მომხდარის შესახებ რუსული სააგენტო  „комсомольская правда“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაღესტნელმა ადვოკატმა ცოლის ერთგულებაში ეჭვი შეიტანა და გადაწყვიტა, მისთვის და მისი საყვარლისთვის ჭკუა ესწავლებინა. ადვოკატმა მეგობართან ერთად ჯერ ორივე ცემა, ხოლო მეტოქე ცოლის თვალწინ გააუპატიურა. ეს ყველაფერი კი ვიდეოზე  გადაიღო.

თუმცა ქმარი ვერც ამან დააკმაყოფილა. მან დაზარალებული მამაკაცისგან  200 ათასი რუბლი მოითხოვა და დაემუქრა, რომ თუ თანხას არ მიიღებდა, ვიდეოს YouTube-ზე აუტვირთავდა. სასურველი თანხის ვერ მიღების შემდეგ ადვოკატმა დაზარალებულის დედის საკუთრებაში მყოფი მანქანა თავის სახელზე გადაიფორმა. მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

დაღესტნელი ადვოკატი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ის დაზარალებულისგან დამატებით 100 ათას რუბლს ითხოვდა. პოლიციამ დამნაშვის მანქანაში „РГД-5“-ის ტიპის ყუმბარაც აღმოაჩინა.

ადვოკატს და მის თანამზრახველს ბრალდება რამდენიმე მუხლით წაუყენეს, მათ შორის „სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედება“, „ჯგუფური გარჩევები“, „დიდი რაოდენობით ფულის გამოძალვა“ და „იარაღის უკანონოდ ტარება“.

 

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top