სპორტი

სულ მალე აშშ-ში დაკავებულ ქართველ სპორტსმენებს გაათავისუფლებენ?!

ქართველი სპორტსმენები შერეული  ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე რამდენიმე წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და იქ აგრძელებენ სპორტულ მოღვაწეობას. ავთანდილ ხურციძე  მსოფლიო ჩემპიონია კრივში. 8 ივნისს,  დილით  ცნობილი  გახდა, რომ სპორსტმენები დაკავებულები არიან,  ბრალად ედებათ  რიკოს (კანონი რეკეტის გზით მოპოვებული კაპიტალის ინვესტირების  შესახებ) შეთქმულება.   სპორტსმენებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლება, ჯარიმა 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობა ემუქრებათ.

 

ამ  შემთხვევამდე  ავთანდილ ხურციძე ერთი დღით ადრე ამერიკაში    ჩავიდა.  ის ემზადებოდა ძალიან მნიშვნელოვანი  ბრძოლისთვის , რომელიც 8 ივლის ლონდონში  copper box arena-ზე,  ბილი ჯო სანდერსთან უნდა გამართულიყო. სპორტსმენების დაკავებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელს მსოფლიოში, თითონ სანდერსმაც  ტვიტერზე პოსტი კი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ „ მე კარგი მენჯემენტი მყავს და კარგი  პრომოუტერი.  ასე, რომ უკეთეს ბრძოლას დამიგეგმავენ“.

 

რაც შეეხება ოჯახის წევრებს,  მათ  მომხდართან დაკავშორებით არავითარი ინფორმაცია არ აქვთ. რა თქმა უნდა,  სპორტსმენების დაკავების შესახებ იციან, თუმცა   მიზეზს ვერ ასახელებენ. 8 ივნისს, ასევე გავრცელდა ვიდეომიმართვა ერთ-ერთის ოჯახის წევრის, რომელიც ამერიკაში იმყოფება.  იგი ამბობს, რომ ძალიან დიდი გაუგებრობაა,  ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე არ არიან დამნაშავეები და დღის ბოლომდე საპატიმროდან განთავისუფლდებიან. თავად ავთანდილ ხურციძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზეც გაავრცელა მიმართვა, რომელიც შემდეგი  შინაარსის იყო:  „მოხდა დიდი გაუგებრობა,  იმედი მაქვს  უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა შანსი  ბრძოლისთვის  მზადება გავაგრძელო.“

 

მერაბ დვალიშვილი, რომელიც ასევე არის სპორტსმენი და UFC-ს მებრძოლი,  ორი დღეა ფეისბუკის მეშვეობით ამერიკიდან ახალ ამბებს გვატყობინებს, რამდენიმე საათის წინ მან გაავრცელა ბოლო ვიდეო, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს თხოვნით მიმართავს: „ახლა დამთავრდა ავთანდილ ხურციძის სასამართლო.  ყველაფერი კარგად არის,  უბრალოდ საჭირო არის 4 ადამიანი, რომელიც ამერიკაში ლეგალურად იმყოფება და მუშაობს რომ თავდებად დაუდგეს სპორტსმენებს.  10 ივნისს, 12:00 საათზე ავთანდილ ხურციძის სასამართლო  ისევ გაიმართება და ძალიან კარგი იქნება,  თუ გამოჩნდება ის 4 ადამიანი…  სამსართლო სხდომა იმ მიზეზით გადაიდო, რომ ხურციძემ  სახელმწიფო ადვოკატზე უარი განაცხადა, 10 ივნისს კი უკვე  დაქირავებული  კერძო ადვოკატი ეყოლება.  ქართველი სპორტსმენები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და  ბრალს არ აღიარებენ. ისინი არიან უდანაშაულოები.“ ასევე,  დაკავებული  სპორტსმენები ოჯახის წევრებმა  ხალხს მიმართეს და სთხოვეს, რომ უარყოფითი კომენტარებისგან თავი შეიკავონ, რადგან ისინი არ არიან დამნაშავეები.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top