პოლიტიკა

მიიღებს თუ არა ემრე მუსტაფა ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსს?!

 

7 ივნისს,  დილის 11:00 საათიდან  კანცელარიასთან დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს .  აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს , არ დაუშვან  მუსტაფა  ემრე ჩაბუქის  გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების, არაადამინური მოპყრობისა ან  დასჯის მსხვერპლი  შესაძლოა გახდეს. ამ შემთხვევაში  მას ვერ  ექნება  სამართლიან მართლმსაჯულებაზე  ხელმისაწვდომობა.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT). მედიის განვითარების ფონდი (MDF) და სხვა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. ბრალი მას თურქეთში აქვს წაყენებული, ქართველმა სამართალდამცველებმა კი ჩაბუქი თურქული პოლიციის მოთხოვნით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.

დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის საქმეზე კომენტარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმაც  გააკეთა.

„ჩვენ განცხადებით მოგვმართეს… როგორც კი მოგვმართავს მოქალაქე, ავტომატურად იწყება საკითხის შესწავლა. ეს არის წმინდად სამართლებრივი საკითხი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება ექსტრადირების შეჩერებას, საექსტრადიციო პატიმრობა თავისთავად არ ნიშნავს ექსტრადირებას. პროკურატურა გამოითხოვს საბუთებს, საიდანაც არის მოთხოვნა და მხოლოდ ამ საბუთების მიღების და შესწავლის შემდეგ ხდება ექსტრადირება. ჩვენთვისაც პროცედურები იგივეა. ვსწავლობთ მასალებს და ამ მასალების საფუძველზე ვიღებთ სამართლებრივ და არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სუბარმა.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top