კატეგორიის გარეშე

თქვენთვის კარგად ცნობილი, ყველაზე რეიტინგული ამბები მსოფლიოს შოკისმომგვრელ სიცრუეთა ნუსხაში!

მართალია, მას შემდეგ, რაც „მოდელირებული ქრონიკა“ ეთერში გავიდა, დიდი დრო გავიდა, მაგრამ  საქართველოს და მსოფლიოს ის  არ ავიწყდება. საერთაშორისო  მედიამ ის   შოკისმომგვრელ სიცრუეთა  ათეულშიც კი შეიყვანა, სადაც  ქართულმა  ტყუილმა  „საპატიო“ ადგილი  დაიმკვიდრა.  შეგახსენებთ, რომ თავის დროზე  „თაიმსმა“  გამოაქვეყნა  სტატია სათაურით – „ბრიტანელი დიპლომატი საქართველოს ინტერვენციაზე მომზადებულ ცრუ რეპორტაჟს აპროტესტებს“, სადაც  ავტორი ტონი ჰალპინია წერდა, რომ ყალბი რეპორტაჟი, რომელიც ქართული ტელევიზიის ეთერში გავიდა, საერთაშორისო ინციდენტში გადაიზარდა. ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები  „ახალ ამბებში“ მათ  ცრუ ჩართვას მკაცრად აპროტესტებდნენ.   გადაცემაში საუბარი იყო, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა დაბომბეს აეროპორტი, მოემართებოდნენ თბილისისკენ,  ოპოზიციურმა  ლიდერებმა  კრემლს დაუჭირეს მხარი, დიპლომატებმა კი მომხდარის გამო აღშფოთება  გამოხატეს. „მოდელირებულ ქრონიკაში“ ისიც ითქვა,  რომ სააკაშვილი მოკლეს და რუსეთის არმია საქართველოში შემოიჭრა, რამაც საქართველოს მოსახლეობის ისტერია   გამოიწვია და  რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც კი იმსხვერპლა, რომლებიც გულის შეტევით გარდაიცვალნენ.

მაშ ასე, საერთაშორისოდ აღიარებულ შოკისმომგვრელ ცრუ ამბების ნუსხაში  „მოდელირებული ქრონიკა“  მოწინავე ადგილს იკავებს.  მან ისეთ ამბებსაც კი გაუსწრო, როგორიც მაგალითად,   1999 წელს ცენტრალური ორეგონის შტატში კაშხალის დანგრევის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია იყო, რამაც თითქოს წარმოუდგენელი წყალდიდობა გამოიწვია. ასევე, უკან მოიტოვა  1938 წელს ორსონ უელსის რადიოადაპტაციაც, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ. შოკისმომგვრელ სიცრუეთა ნუსხაში  მოწინავე ადგილს  იკავებს 2009 წელს კოლორადოში გავრცელებული  ამბავი 6 წლის ბიჭის შესახებ, რომელიც თითქოს  ჰელიუმის ბუშტმა გაიტაცა.  მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა „ეი-ბი-სის“, რომელიც ამ ამბავს გადმოსცემდა. ბიჭი კი სინამდვილეში სახლის სხვენში დამალული აღმოაჩინეს(?!).

მსოფლიო მედიას  არაერთი ასეთი  „ცრუ ამბავი“ ახსოვს, რომელიც დავიწყებას არ ეძლევა.  საქართველოში კი  2010 წლის შემდეგაც    შოკისმომგველი სიცრუის გავრცელების არაერთი მცდელობა  იყო,  თუმცა „მოდელირებულ“ ქრონიკაზე ნაკლებად „წარმატებული“.   მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო „კუმისელი მოჩვენების“ შესახებ მომზადებული მასალა, რომლის  გამოქვეყნების შემდეგაც სრულიად მედია, ფარულად დაყენებული კამერები და ადამიანები, ვისაც ეს არ ეზარებოდა, მოჩვენებას გულდაგულ დაეძებდა(?!). „მოდელირებულ ქრონიკას“  რეიტინგით   ვერ გაუსწრო  ერთ-ერთ გაზეთში მიცვალებულებთან  გამოქვეყნებულმა (არა)მოდელირებულმა ინტერვიუმ  სათაურით, – „იური ვაზაგაშვილის და ბესო ხარძიანის შეხვედრა  ზეციურ საქართველოში“.   ასე რომ,  შოკისმომგვრელ  სიცრუეთა ნუსხაში  „მოდელირებული ქრონიკა“  კვლავაც  ლიდერია.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top