განათლება

„ყურადღება!!! ჩაჭრილი მოსწავლეების რეალურ სტატისტიკას სახელმწიფო გვიმალავს?!“

რამდენად საგანაგაშოა  გამოცდების ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემები, რომლის თანახმადაც  საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი  11 000-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა?!  ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სკოლა წარუმატებლად დაახლოებით 30 000-მა ბავშვმა დაამთავრა, თუმცა ექსპერტები გაცილებით მაღალ ციფრს ასახელებენ. მაგალითად, მანანა ნიკოლაიშვილი europress-ge- სთან  ექსკლუზიურად აცხადებს, რომ შარშან საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 20 ათასი მოსწავლე გვყავდა, რაც სახელმწიფომ მიზანმიმართულად დამალა. „დიახ, 20  ათასი  მოსწავლე  ჩაიჭრა, რა ინფორმაციაც  გაასაიდუმლოეს.  სამინისტროს ციფრი საერთოდ არ დაუსახელებია!!!   ასეთი განათლების სისტემის და მავნებლური რეფორმის მიმდევარი მინისტრი მთელი წელიწადი ზღაპრების განხილვით იყო დაკავებული, იმის ნაცვლად, რომ  მწვავე პრობლემებში გარკვეულიყო და მათი აღმოფხვრის გზები ეძებნა.  თუმცა  საბანკო სექტორიდან მოსულმა მინისტრმა რა  იცის განათლების სფერო?!… დღეს კი სახელმწიფომ  პასუხი უნდა გაგვცეს,  თუ  რატომ ვერ განვითარდნენ,  დამუნჯდნენ და დაყრუვდნენ ბავშვები!!! “- აცხადებს „საქართველოს განათლების ლიგის“ პრეზიდენტი, მანანა ნიკოლაიშვილი.  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით europress.ge  სულ მალე სკანდალურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, წელს საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი  11 000-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სკოლა წარუმატებლად დაახლოებით 30 000-მა ბავშვმა დაამთავრ. ’11ათასი ჩაჭრილი მოსწავლე საატესტატო გამოცდებზე საგანგაშო არ არის.  განათლების ხარისხი ჩაჭრილების რაოდენობით არ იზომება. უფრო მაღალ სტანდარტს ვუმიზნებთ და ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პრობლემები“,- განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,  მაია მიმინოშვილის შეფასებით კი, „ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სოფლის და რეგიონების სკოლის მოსწავლეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ თანაბარი ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ პრინციპს“.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top