დედაქალაქი

გვეშველა!.. წლის ბოლომდე დედაქალაქში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა

თბილისის მერიის  სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „კონსალტინგ  გრუპს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც  წლის ბოლომდე, თბილისში,  30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას ითვალისწინებს. (აღსანიშნავია, რომ  შპს „კონსალტინგ გრუპ-მა“   დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის მიზნით გამართულ აუქციონში გაიმარჯვა. ) ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიის  სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ  და შპს „კონსალტინგ  გრუპის“ დირექტორმა შაჰრიარ მოჰამ მადიასლმა მოაწერეს.

„თბილისის მერიამ, პირველ ეტაპზე,  უზრუნველყო 30 ერთეული რეტერატისთვის ადგილის გამოყოფა, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდება. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ რეტერატები მსუბუქი კონსტრუქციის, ავტომატიზირებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიმართულებით თბილისის მერია მომავალში აქტიურად იმუშავებს და საჭიროებების გათვალისწინებით,საზოგადოებრივ რეტერატებს ქალაქის მასშტაბით სრულად განათავსებს“-განაცხადა კარლო ლაფერაძემ.

ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებული  საზოგადოებრივი საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული და, ასევე,  ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით აღჭურვილი იქნება. საინფორმაციო წარწერებზე  გათვალისწინებული იქნება ბრაილის შრიფტი.

თანამედროვე, ავტომატიზირებული და  ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული  საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობას და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას  აუქციონში გამარჯვებული კომპანია უზრუნველჰყოფს. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველჰყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.

1 Comment

1 Comment

  1. ზურა

    ივნისი 1, 2017 at 8:48 pm

    ვაშაააა!!!
    აღარ ჩავიფსავთ!
    (თუ აღარ ჩავიფსამთ!!)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top